ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ინვესტორებს 8 პროექტი საჩუქრად გადასცეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:22, 06 May, 2016     5179
რვა მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ტანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს. როგორც ფონდის მიერ გავცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე ხსენებული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორციელებას შეძლებენ.

„„თაბორის" პროექტთან დაკავშრებით, ისეთი ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც შეძლებს სავალდებულო პირობების ფარგლებში გამცხადებული ან უკეთესი იდეის განვითარებას, თანაინვესტირების ფონდი მზად არის, იგივე პირობებით დაუთმოს მიმდინარე კვირაში საჯარო აუქციონით შეძენილი 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ამასთან მას საჩუქრად გადაეცემა მომიჯნავე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანია "ფინსერვისის" კუთვნილებაში არსებული 10 ჰექტარი ნაკვეთი, რომელიც თავის დროზეც ინვესტორის მოთხოვნით მშენებლობის უფლების გარეშე იყო შეძენილი მწვანე საფარის დაცვის მიზნით და სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად.

ბიძინა ივანიშვილი ასევე მზად არის, განმუხურში, საჯარო, პირობიანი აუქციონით 2,266,500 ლარად შესყიდული 3 ჰა მიწის ნაკვეთი და ორ (2) მილიონ დოლარად შეფასებული სრული არქიტექტურული პროექტი საჩუქრად გადასცეს იმ ინვესტორს, ვინც აიღებს არსებული პროექტის განხორციელების ვალდებულებას.

8 მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა არის უპრეცედენტო მოვლენა, რაც არა თუ ერთ ცალკეულ ინვესტორს, არამედ 2012 წლამდე არსებულ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა.

განსაკუთრებულია ის სიახლეები და ექსკლუზივები, რომლებიც იქმნება ამ პროექტებით და რომელიც დედაქალაქისა და ქვეყნის ახალი სავიზიტო ბარათები გახდება. სწორედ ასეთი გამორჩეული შეთავაზებები, ახალი სივრცეები შექმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად და ქვეყნის კონკურენტუნარიონაობის გასაზრდელად საერთაშორისო მასშტაბით.

წარმოდგენილი, პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებული რვა (8) პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 574 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან, დღეის მდგომარეობით პროექტებში უკვე ინვესტირებულია 216 მლნ ლარი.

შთამბეჭდავია სხვა სოციალური სიკეთეები, რომლებიც პროექტების განხორციელების შედეგად იქმნება: მშენებლობების პროცესში ჯამურად დასაქმდება 15,000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2,500 ადამიანი.

პროექტების ჩამონათვალი:

1.სასტუმრო შეკვეთილი

ინვესტიციის მოცულობა 75 მილიონი აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2016 წელს

2. I სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე

ინვესტიციის მოცულობა 9 მილიონი აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2017 წელს

3. II სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე

ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2019 წელს

4.სასტუმრო თავისუფლების მოედანი

ინვესტიციის მოცულობა 90 მილიონი აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2018 წელს

5.თაბორის პროექტი

ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონი აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2018 წელს

6.სასტუმრო განმუხური

ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონი აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2018 წელს

7.სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი "მაგნოლია"

ინვესტიციის მოცულობა 80 მილიონი აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2019 წელს

8.სასტუმრო "სოლოლაკი"

ინვესტიციის მოცულობა 200 მილიონი აშშ დოლარი

პროექტი დასრულდება 2019 წელს“, - ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42