ეკონომიკის სამინისტრომ „საქსტატის“ განმარტებით წერილი გაავრცელა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:55, 06 May, 2016     3982
საქართველოს ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების შესახებ მედიაში გავრცელებული მოსაზრებების გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. ვიცე-პრემიერის მიერ გადაცემაში დასახელებული მონაცემების სიზუსტესთან და სანდოობასთან დაკავშირებით „საქსტატის“ წერილი მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა ბოლქვაძემ გააცნო.

„როგორც მოგეხსენებათ, 3 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი ტელეკომპანიის გადაცემაში.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნულ გადაცემაში წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემების შემცველი ინფორმაცია ეკონომიკური ზრდის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, დასაქმების და კიდევ რამდენიმე სექტორის შესახებ.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტესთან და სანდოობასთან დაკავშირებით მივმართეთ საქსტატს, რათა მათი პასუხი ფართო საზოგადოებისთვის ყოფილიყო ცნობილი“ - განაცხადა თეა ბოლქვაძემ.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „საქსტატის“ წერილის შინაარსი ჟურნალისტებს გააცნო:

„გიგზავნით პრეზენტაციაში მოყვანილი მონაცემების შეფასებას „საქსტატის“ კომპეტენციის ფარგლებში: მონაცემები ეკონომიკური ზრდის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, დასაქმების და ხელფასების, უთანაბრობის (ჯინის კოეფიციენტი), სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპების და ექსპორტის დივერსიფიკაციის შესახებ სრულად დაფუძნებულია „საქსტატის“ ოფიციალურ მონაცემებზე.“ ეს გახლავთ „საქსტატის“ მიერ გამოგზავნილი პასუხი“ - განაცხადა თეა ბოლქვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42