თუმცა, მისადმი ახალი ინეტერესის ტალღა კვლავ დაიძრა, რაც ფილმ "ველური თაფლის" (Delibal) პრემიერამ გამოიწვია. სასიყვარულო მელოდრამა ქართველ მოზარდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ვინ არის ჩაგატაი ულუსოი და როგორ აღმოჩნდა ის კინოინდუსტრიაში?
ჩაგატაი 1990 წლის 23 სექტემბერს , სტამბოლში დაიბადა.
ჩაგატაის მამა - ბულგარული წარმოშობის თურქია, რომელიც ბულგარეთიდან თურქეთში ემიგრაციაში წავიდა. დედა კი - ბოსნიური წარმომავლობისაა. მსახიობს ჰყავს უმცროსი ძმა.
ჩაგატაი წლების მანძილზე გატაცებული იყო კალათბურთით და ფიქრობდა, ან კარგი კალათბურთელი გამოსულიყო, ან კალათბურთის მწვრთნელი. როგორც აღმოჩნდა უყვარს ზეთის საღებავებით ხატვა, გიტარაზე დაკვრა და თავისუფალ დროს ხშირად წერს სიმღერებს. მისი ყველაზე საყვარელი ადგილი კი სატრენაჟორო დარბაზია.

მისი საყვარელი საყვარელი მომღერალია ბობ დილანი და თვითონაც ძალიან კარგად მღერის.
მსახიობმა კარიერა 19 წლის ასაკში მოდელობით მოდელობით. 190 სმ-ის სიმაღლის ჩაგატაიმ, 2010 წელს მოიგო კონკურსი „თურქეთის საუკეთესო მოდელი“.

იმავე წელს გამოცდები ჩააბარა სტამბოლის უნივერსიტეტში, ლანდშაფტის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად მან სამსახიობო კურსებზე დაიწყო სიარული და „35 Buçuk 'aldıoyunculuk“-ის აკადემიის მხატვრული სასწავლებელის კურსებზეც მოეწყო.
ჩაგატაის პირველი დებიუტი კინოში, 2009 წელს შედგა რეჟისორ ანადოლ ქართა-ლანის მხატვრულ ფილმში „Anadolu Kar-talları“, სადაც მან აჰმეთ ონურის როლი შეას-რულა. იმავე წელს გადაიღეს სერიალი „მე მას დავარქვი ფერიჰას“ I-II სეზონში , რომელშიც ემირის როლი შეასრულა. 2013-2015 წლებში
სერიალი „მოქცევაში“ - იამანის როლი შეასრულა. 2013 წელს ჩაგატაი სერიალ "გზაჯვარედინში" გამოჩნდა და ქართველი გოგონების გულიც დაიპყრო .

აღსანიშნავია, რომ ჩაგატაი ულუსოი Victoria's Secret-ის ანგელოზ ტეილორ ჰილთან ერთად Colin's-ის ჯინსების რეკლამაში გამოჩნდა.

უცნაურია, მაგრამ როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, ყველაზე მეტად კოცნის სცენების გადაღება ეუხერხულება.
თურქული მედია , მას ყველაზე მორიდებულ მსახიობად მოიხსენებიებს ხოლმე.
რამდენიმე კვირის წინ ფილმ "ველური თაფლის" პრემიერა შედგა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც თურქეთში, ასევე რუსეთში, აზერბაიჯანში. სომხეთში, ბულგარეთსა და საქართველოშიც.

მასალის გამოყენების პირობები






