თიბისი ბანკმა კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის - ხელი შევუწყოთ ქალების განათლებას და პროფესიულ განვითარებას“ გაიმარჯვა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:09, 06 May, 2016     1458
თიბისი ბანკმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსში გაიმარჯვა სახელწოდებით -„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის - ხელი შევუწყოთ ქალების განათლებას და პროფესიულ განვითარებას“.

კონკურსში საქართველოში მოქმედი 29 კომპანია მონაწილეობდა და მის მიზანს ისეთი ორგანიზაციების გამოვლენა წარმოადგენდა, რომლებიც ქალთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ორგანიზაციულ კულტურას ამკვიდრებენ.

„ჩვენ ვეძებდით კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების პროფესიულ განვითარებას, ქალების მიერ არატრადიციული დარგების პროფესიად არჩევას, აგრეთვე, თანაბრად უზრუნველყოფენ თანამშრომლებს სხვადასხვა ტრენინგებით, ეხმარებიან პროფესიული კონტაქტების დამყარებაში“ - განაცხადა ქეთევან მამინაიშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს გენდერული და სოციალური ჩართულობის დირექტორმა.

„ მთელს მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ გააქტიურდეს ქალების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იგივე ტენდენციაა საქართველოშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა. რაც შეეხება თიბისი ბანკს, აქ ბუნებრივად არის გენდერული თანასწორობა. 14 წელია ამ ორგანიზაციის წევრი ვარ და არასოდეს მიგრძვნია ბიზნესში არათანაბარი დამოკიდებულება. ჩვენთან პირველ რიგში ფასდება კვალიფიკაცია, მონდომება და შემდეგ სხვა დანარჩენი.“-განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო მასურაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

გამარჯვებულად თიბისი ბანკის გარდა კიდევ სამი კომპანია დასახელდა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მოცანაა, საგანმანათლებლო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ქალებს, მიიღონ განათლება და სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორში და მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42