10:30 საათზე - „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის. : ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
10:30 საათზე - თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი წევრი ჯაბა ჯიშკარიანი მთაწმინდის გამგებელთან და მოსწავლეებთან ერთად დედაქალაქის მერიის პროექტის “მილიონი ხე“ ფარგლებში გამართულ გამწვანების აქციაში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში, მთაწმინდის შემოერთებულ ტერიტორიებზე 250 ხე-მცენარის დარგვაა დაგეგმილი.
შეხვედრის ადგილი: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო; თავისუფლების N2
საკონტაქტო პირი თეკლე კერესელიძე - 577152166
11:00 სათზე - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე მერაბ ლიპარტია სამუშაო შეხვედრას გამართავენ.
თემა: საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები.
მის: წერეთლის 144 (ჯანდაცვის სამინისტრო)
11:00 საათზე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N312
11:00 საათზე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
11:00 საათზე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.
11:00 საათზე - ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე და ორგანიზაციის იურისტი თეიმურაზ შონია საინფორმაციო სააგენტო ,,პირველის" პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: შრომითი უფლებები. პრესკონფერენციაზე, ასევე წარმოდგენილი იქნება სოციალური ვიდეო რგოლი, რომელიც ორგანიზაციამ შრომითი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით გადაიღო.
საკონტაქტო პირი: თამარ ქარელი
საკონტაქტო ნომერი: 59875770
მის: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული.
11.00 საათზე - სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებისა და მათი მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით, გაიმართება კონფერენცია თემაზე "უპილოტო საჰაერო ხომალდების მონიტორინგი და უსაფრთხო ოპერირება საქართველოს საჰაერო სივრცეში."
12:00 საათზე - კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდებიან.
თბილისის პარლამენტის შენობის A კორპუსი, დავით უსუფაშვილის კაბინეტი.
12:00 საათზე - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
12:00 საათზე - აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N331
12:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალ დირექტორს ქეთევან ჩაჩავას წარადგენს და საქართველოში ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრებს.
მის.: ინგოროყვას ქ. #7
12 საათზე - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 25 წლისთავთან დაკავშირებით, კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
მისამართი: კოსტავას ქუჩა #14; სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi“
12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემატიკაზე საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სამთვიანი პროექტის - „შეცვალე დამოკიდებულება“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება.
მის.: ვაჟა-ფშაველას N33, სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა
საკონტაქტო პირები: თენგიზ ფოფხაძე - 591015270, ნინო გულბათაშვილი - 595169163
12:00 საათზე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემატიკაზე საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული 3-თვიანი პროექტის - „შეცვალე დამოკიდებულება“ შემაჯამებელი კონფერენცია. მომხსენებლებს შორის იქნება საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე. ღონისძიებას დაესწრებიან ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელი პირები და საკრებულოს დეპუტატები.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა
საკონტაქტო პირები
თენგიზ ფოფხაძე. ტელ: 591015270
ნინო გულბათაშვილი. ტელ: 595169163
13:00 საათზე - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439
13:30 საათზე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მიმდინარე ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: აღმაშენებლის №61
15:00 საათზე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
მასალის გამოყენების პირობები






