1. თუ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, მასზე ნერვიულობა არ არის საჭირო. თუ მისი მოგვარება შეუძლებელია, ნერვიულობა არაფრისმომცემია.
2. დაფიქრდი - გადაწყვიტე, გადაწყვიტე - აღარ დაფიქრდე!
3. არ დააკავო წამსვლელი, არ გააგდო მომსვლელი
4. ჩქარა - ეს ნელაა, მაგრამ შესვენების გარეშე
5. უკეთესია იყო კარგი ადამიანის მტერი, ვიდრე ცუდი ადამიანის მეგობარი!
6. ჩვეულებრივი ადამიანების გარეშე, არ არსებობენ დიდებული ადამიანები.
7. ვისაც ძლიერი სურვილი აქვს ავიდეს ზევით, ის კიბესაც გამოიგონებს.
8. ცოლ-ქმარი თვალებსა და ხელებს უნდა გავდნენ: როცა ხელს სტიკა - თვალები ტირიან, ხოლო როცა თვალები ტირიან - ხელები ცრემლებს წმენდენ.
9. შორეული გზა, უახლოესი ბილიკით იწყება.
10. ვინც სვავს, არ იცის ღვინის მავნებლობის შესახებ, ვინც არ სვავს არ იცის მისი დადებითი მხარის შესახებ.
11. ცხოვრებაში ერთადეერთხელ რომ დაგჭირდეთ ხმალი, იგი მაინც მთელი ცხოვრება თან უნდა ატაროთ.
12. ლამაზი ყვავილებისგან კარგი ნაყოფი არ წარმოიქმნება
13. მწუხარება დახეულ კაბას ჰგავს, იგი სახლში უნდა დატოვოთ
14. არავინ ოფლიანობს ლოგინში წოლისას
15. ერთ კეთილ სიტყვას შეუძლია ზამთრის სამი ცივი თვე გაათბოს
16. გზა დაუთმე სულელებსა და გიჟებს
17. შვიდჯერ შეამოწმე, სანამ ადამიანში ეჭვს შეიტან
18. გააკეთე რაც შენს ძალებშია, დანარჩენში კი ბედს მიენდე
19. გადამეტებული პატიოსნების საზღვარი სისულელეზე გადის
20. სახლში, სადაც იცინიან, ბედნიერება მოდის
21. გამარჯვება ერგება მას, ვინც მოწინააღმდეგეზე ნახევარი საათით მეტხანს გაძლებს
22. ხდება, როცა ფოთოლი იძირება, ქვა კი წყლის ზედაპირზე ამოდის
23. მომღიმარ სახეს ისარს არ ესვრიან
24. ცივი ჩაი და ცივი ბრინჯი ასატანია, მაგრამ ცივი გამოხედვა და სიტყვა - აუტანელი.
25. ათი წლის ასაკში - სასწაული ხარ, ოცი წლის ასაკში - გენია, ოცდაათი წლის ასაკში კი უბრალო ადამიანი.
26. ქალი მოინდომებს და იგი კლდეში გაივლის.
27. მოთხოვნა - სირცხვილია ერთი წუთით, არცოდნა კი სირცხვილია სამუდამოდ.
28. ღრმა მდინარეები უხმაუროდ მიედინებიან
მასალის გამოყენების პირობები






