მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად აღიარებული ოდრი 89 წლის გახდებოდა.
ოდრი დაიბადა 1929 წლის 4 მაისს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში.
მან მონაწილეობა მიიღო 27 სრულმეტრაჟიან ფილმში და მრავალ თეატრალურ თუ სატელევიზიო სპექტაკლში 1954 წელს დაჯილდოვდა აშშ-ს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოთი, "ოსკარით", ოთხჯერ იყო ამავე პრემიის ნომინანტი, 1993 წელს (გარდაცვალების შემდეგ) მიენიჭა საგანგებო ჰუმანიტარული პრემია.
მისი ნამდვილი სახელი ოდრი კეთლინ რასტონი . ოდრი ერთადერთი შვილი იყო ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოსეფ ენთონი რასტონისა და ფრანგ და ინგლისელ მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატის ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში.
ოდრის ბალერინობა სურდა, თუმცა ბალერინობისთვის ზედმეტად მაღალი აღმოჩნდა და სურვილი ვერ აისრულა.
1951 წელს ოდრი ფილმ “მონტე–კარლოს” გადაღების დროს რიგით მოცეკვავედ აიყვანეს, მაგრამ რეჟისორმაუყურადღებოდ არ დატოვა ოდრის ნიჭი, სილამაზე და ჰაეროვნება, ამიტომ ერთ–ერთ მთავარ როლზე დაამტკიცა.
1953 წელს როლზე მიიწვიეს. ეს იყო , ,რომაული არდადეგები’’, რომელმაც ოსკარი მოუტანა.
მისი ერთადერთი სიხარული შოკოლადი გახლდათ ეს კი ძალიან აღიზიანებდა დედა-ბარონესას, რადგან შვილის სიმსუქნე მის არისტოკრატულობას ჩრდილს აყენებდა. ასე რომ, ოდრის შოკოლადს უმალავდნენ და იგი იძულებული იყო ფრჩხილები ეკვნიტა. დედა თურმე იმიტომ უმალავდა შოკოლადს, რომ სიმსუქნე ცხოვრების “პრობლემად” არ გადაჰქცეოდა, რაც ხშირ შემთხვევაში ქმრების ღალატის მიზეზი ხდებოდა.
ოდრის ძალიან ჰყვარებია ცეკვა, მაგრამ ომს არ უყვარდა. მუდმივი შიშის, ბომბდამშენების ხმის ფონზე არც ოდრის ეცეკვებოდა. ის ჰოსპიტალში დაჭრილი ჯარისკაცების მოვლას შეუდგა.
ძილის წინ გოგონა გამუდმებით ბიბლიას კითხულობდა და ღმერთს ევედრებოდა, რომ მის მშობლებს ჩხუბი შეეწყვიტათ.იგი ფიცს დებდა უფლის წინაშე, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე გამხდარი და ნაზი იქნებოდა. მას საბოლოოდ ასეთი აზრი ჩამოუყალიბდა, რომ, როცა გაიზრდებოდა, მისი წონა 46 კოლოგრამზე მეტი არასოდეს უნდა ყოფილიყო, რადგან დედა გამუდმებით ჩააგონებდა, რომ ნამდვილი ლედი სწორედ ასეთი წონის მქონე უნდა იყოს და ოდრიმ ეს ფიცი აბსოლუტური სიზუსტით შეასრულა… თვით ხანდაზმულ ასაკშიაც კი იგი მხოლოდ 50 კილოგრამამდე იწონიდა.
ოდრი ყოველთვის ფრთხილად და გაგებით ეკიდებოდა ოჯახის შექმნას. 50-იან წლების დასაწყისში ოდრი ჰეპბერნიახალგაზრდა ჯეიმს ჰანსონზე დაინიშნა. ხოლო როცა ქორწილის დღე დადგა საქორწილო კაბა გაიხადა და ერთ გაჭირვებულ წყვილს აჩუქა. ჯეიმს კი უთხრა:,, ჩემნაირი რეჟიმის მქონე ადამიანებს ოჯახები მალევე ენგრევათო, ხოლო ვისაც კაბა ვაჩუქე მთელი ცხოვრება ემახსოვრებაო. მათი ქორწინება კრახით დასრულდა. ოდრი მეორედ გათხოვდა , ის ცოლად მსახიობ მელ ფერერის გაყვა. ქორწინება შვეიცარიაში შედგა, სადაც მუშაობით გადაღლილი ოდრი ექიმების რჩევით დასასვენებლად ჩავიდა, მას ამ პერიოდში ასთმამაც შეუტია და ჭამაზედაც პრაქტიკულად ხელი აიღო.
ოდრის პირველი მშობიარობა მკვდარი ბავშვის დაბადებით დასრულდა. 2 წლის შემდეგ ოდრი ისევ დაფეხმძიმდა, მაგრამ ცხენიდან ჩამოვარდა და თითქმის ერთი თვე გაუნძრევლად იწვა, ბავშვი დაკარგა. 1960 წლის 17 იანვარს ოდრის ეყოლა ვაჟი, რომელსაც შონი დაარქვეს.

თითქოს უკან დარჩა ყველა პრობლემა ოდრის ცხოვრებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. სწორედ შვილის შეძენამ გააცხადა ის ფაქტი, რომ ოდრის თავისი ქმარი აღარ უყვარდა. ეს ის დრო გახლდათ, როცა უკვე მთელი მსოფლიო აღტაცებით უმზერდა ისეთ ფილმებს, როგორიცაა “საუზმე ტიფანისთან”, “ჩემი მშვენიერი ლედი”, “როგორ მოვიპაროთ მილიონი”.ისინი ერთანეთს დაშორდნენ.
ოდრიმ იტალიელი ფსიქოლოგი ანდრეა დოტი გაიცნო. ფსიქოლოგმა აღნიშნა რომ ოდრის ფსიქოლოგიური ტრამვები ჰქონდა მიღებული, მას ომის დროინდელი განცდები და მშობლების განშორებით მიღებული ტკივილი სტანჯავდა. ამის შედეგად ოდრის ოცნება ოჯახი, ბავშვები და სიყვარული გახდა. დოტი კი ყველა ოცნების ახდენას შეჰპირდა. მალე იქორწინეს და ოდრის მეორე შვილი შეეძინა. სამწუხაროდ, მეუღლის ერთგულებამ ცოტა ხანს გასტანა. ოდრიმ ეს იცოდა, მაგრამ შვილების გამო არ იმჩნევდა. მოგვიანებით ისინი ერთმანეთს მაინც დაშორდნენ. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ ქველმოქმედება იქცა.
ოდრიმ კიდევ 2 ფილმში მიიღო მონაწილეობა, კვლავ გათხოვდა ამ შემთხვევაში მოხუცებული ბარონესა ქალიშვილის არჩევანით კმაყოფილი დარჩა, რაქდგან მორიგი სიძე, რობერტ უოლდსერი, საკმაოდ პატიოსან ადამიანი აღმოჩნდა.მართალია, ოდრის უოლდსერთან ოფიციალურად არ უქორწინია, მაგრამ, როცა მოგვიანებით გააცნობიერა, ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი მამაკაცი, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ელოდა. ამ “გაცნობიერებას”, ალბათ, ისიც უწყობდა ხელს, რომ რობერტს საკმაოდ ძირძველი ჰოლანდიური წარმოშობა ჰქონდა, თუმცა მთავარი ის იყო, რომ ოდრი კვლავ გამოჩნდა ელიტარულ წვეულებებზე და შეუდგა აქტიურ ცხოვრებას, გაიბრწყინა საზოგადოებაში და მსოფლიო კვლავ ალაპარაკდა მის სადედოფლო მანერებზე, დახვეწილობასა და უბრალოებაზე.
სტივენ სპილბერგმა 1989 წელს მთავარი როლი შესთავაზა ფილმში ,,ყოველთვის’’. ეს ფილმი სამწუხაროდ, მშვენიერი ლედისთვის ბოლო აღმოჩნდა.
1992 წლის ოქტომბერში მეუღლის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ტკივილებით შეწუხებულმა ოდრიმ ბოლოსდაბოლოს მიმართა ექიმს და მას ნაკლებად სანუგეშო დიაგნოზი დაუსვეს – კუჭის კიბო .
მსახიობი დაავადებას ებრძოდა და დანებებას არ აპირებდა. მძიმე დღეების მიუხედავად საქველმოქმედო საქმიანობას არ წყვეტდა. მის გვერდით იყო რობერტი, ყოველ მის სიტყვას ისმენდა და განიცდიდა რომ შეიძლებოდა ნებისმიერი სიტყვა ბოლო ყოფილიყო. სიცოცხლის ბოლო დღეები შვეიცარიის ლამაზ ქალაქში , მე-18 საუკუნის შენობაში გაატარა. ოდრი 1993 წლის 20 იანვარს გარაიცვალა, მან მხოლოდ გარდაცვალების წინ, ჩვეული , სათნო ხმით წარმოსთქვა - "მე მიყვარხარ რობერტ."
მასალის გამოყენების პირობები






