რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა, რომლის თანახმადაც სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე დოკუმენტები რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც აღნიშნულ საკითხს უკრაინის კომპეტენტურ ორგანოსთან შეათანხმებს.
შეგახსენებთ, რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო, რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.
სავჩენკოს, უკრაინაში დაბრუნების მოთხოვნით მშრალი შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის თხოვნით შეწყვიტა.
პეტრო პოროშენკომ თავიდანვე განაცხადა, რომ მზად არის ნადეჟდა სავჩენკო ორ რუს სამხედრო მოსამსახურეზე, ალექსანდროვსა და ეროფეევზე გაცვალოს.
ეროფეევსა და ალექსანდროვს კიევის რაიონულმა სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით 14-წლიანი თავისუფლების აღკვეთა 18 აპრილს მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






