4 მაისის ანონსი
ანონსი - 21:33, 03 May, 2016     1315

09:00 საათზე - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ელსევიერის“ საგამომცემლო სახლის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და სემინარი ჩატარდება.

მის.:ჭავჭავაძის გამზ. N 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, 202)

10:00 – თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სწავლების ცენტრის მიმართ, დისკრიმინაციული საგრანტო პოლიტიკის საკითხზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა განახლდება.

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ.

საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ზოიძე, 599 291202

10:00 საათზე - დედაქალაქის საკრებულოში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას - თევდორე კობახიძის ხელმძღვანელობით და საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.

11:00 საათი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პეტრე ცისკარიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 საათზე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PASE) დელეგაცია და ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში,, ქრისტიან ურსე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. დელეგაციის მიწვევით აღნიშნულ შეხვედრას პარტია "მემარცხენე ალიანსის" გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი დაესწრება.
მის.: ჭავჭავაძის გამზ. #34, "პიქსელის" ბიზნესცენტრი, VIII სართ.
საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642

11:00 საათზე - თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: თბილისის ზოოპარკის მდგომარეობა და ახალი ზოოპარკის მშენებლობა.

მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 საათზე - "პირველ პრესკლუბში" ვეტერანთა სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი შიხიაშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

თემა: მისი პოლიტიკური გეგმები და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საკითხები.

მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

12:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში, უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.

12:00 საათზე - ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური ამბები და საარჩევნო სიები.

12:00 საათზე - კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ 2015 წლის კონკურსების შედეგების შესახებ.

12:00 საათზე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: შეშის სათბობად გამოყენება.

14:00 საათზე- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკადემიკოსები “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტზე იმსჯელებენ.

16:00 საათზე - „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ამომრჩეველთა სია.

მის: ირაკლი აბაშიძის #16, მეორე სართული (კაფე „კანაპესთან)

საკონტაქტო ტელ: 599 55 29 49

17:00 საათზე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან

თბილისი, კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

,,რომელი "ეტიკეტი" დაარღვია თუ ასე მოუნდა ლოცვა?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42