"ყაზმუნაი გაზის" და CRFC Energy Company-ს ერთობლივი საწარმო
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:27, 03 May, 2016     1918
კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ (KMG) და ჩინური კომპანია CEFC Energy Company Limited-ის ( CEFC) შორის, 29 აპრილს რამდენიმე სატრანზაქციო დოკუმენტი გაფორმდა, რომელიც ერთობლივი საწარმოს დაარსებას ითვალისწინებს.

KMG-ის და CEFC-ის წილები ახალ ერთობლივ საწარმოში 49% და 51%-ს შეადგენს.

ხელშეკრულების ფარგლებში, CEFC გეგმავს ინვესტიციები განახორციელოს ევროპისა და აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყნებში.

KMGI Group როგორც ფონდი მოწოდებულია განახორციელოს ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული ოპერატორის NC KMG-ისა და ჩინური კომპანია CEFC-ის ერთობლივი პროექტი სახელწოდებით „აბრეშუმის გზის პროექტი“. ყაზახეთიდან, ჩინეთიდან და რუმინეთიდან მოწვეული ექსპერტების ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა დაიწყო მნიშვნელოვანი წინასწარი სამუშაოები - მათ შორის, აღსანიშნაივია, 2015 წლის 14 დეკემბერს ყაზახეთის და ჩინეთის პრემიერ-მინისტრების თანდასწრებით გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი და მიმდინარე წლის 29 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმება, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის ძირითადი პირობები განსაზღვრეს.

„ასეთ ძლიერ ინვესტორთან თანამშრომლობით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ დიდი გარღვევა ამ მიმართულებით და KMGI გამოვიყენოთ როგორც ერთობლივი პლატფორმა ბიზნესის განვითარებისთვის“. - განაცხადა NC KMG-ს ხელძღვანელმა საუარ მინბაიევმა.

CEFC-ის აღმასრულებელი დირექტორი ზანგ ჯიანჯუნი განმარტავს, რომ CEFC და KMG-ს თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიული განვითარების მიზანს, რაც KMGI-ის ორივე მხარისთვის ერთობლივ პლატფორმად აქცევს რესურსებზე წვდომის მოსაპოვებლად და სტრატეგიული ინვესტიციის განსახორციელებლად.

“ეს განვითარება სრულად შეესაბამება „ერთი სარტყელი ერთი გზის“ და „Nurly Zhol“-ის პრინციპებს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება ორმხრივად მომგებიანი თანაშრომლობა ვაწარმოოთ გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის საწარმოებლად“.

ჩვენ ვგეგმავთ KMGI-ის მმართველობა პარიტეტულ საფუძველზე განვახორციელოთ.

ტრანზაქცია საჭიროებს სხვადასხვა პირობების დაკმაყოფილებას, მათ შორის, საბოლოო დადასტურებას სხვადასხვა ევროპული, ჩინური და სხვა მარეგულირებელი ხელისუფლების მხრიდან. კომპანიები ვარაუდობენ, რომ ტრანზაქცია 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.

CEFC არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი კერძო კომპანია ჩინეთში. 2014 წელს კომპანიამ 349-ე ადგილი დაიკავა Global Fortune 500-ის რეიტინგში. CEFC თავის საქმიანობას ახორციელებს ენერგეტიკის, ფინანსურ და საინვესტიციო მრეწველობაში.

KMG International (ყოფილი Rompetrol Group NV) KMG-მ 2007 წელს შეიძინა. კომპანია ფლობს ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუმინეთში, ასევე, ბენზინ გასამართი სადგურების ქსელს ევროპის კავშირის ქვეყნებში. 2015 წლის 30 დეკემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის ბრძანების თანახმად, KMGI ჩართულ იქნა საპრივატიზაციო კომპანიების სიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42