"მისმა ტკივილიანმა სახემ ჩემი მანქანის მინა ჩაამსხვრია... ძალიან პატარა იყო...”
შენი რეპორტაჟი - 00:16, 03 May, 2016     38574
ავტოსადგომში ჩავედი, სადაც ჩემი შრომით ნაყიდი მანქანა მელოდა. როდესაც მას ვუყურებ მიხარია, მიხარია, რომ ის მე მოვიპოვე, მიხარია, რომ ის ჩემი საკუთარი, სუფთა ფულით ვიყიდე. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ მანქანაზე, ოცნებები , რა თქმა უნდა, ხდება, რადგან ის უკვე 2 წელია ჩემს წინ იდგა დილაობით და ზუსტად 2 წელია ჩემთან ერთად დადის ყველგან. ჩვენ ერთნი ვართ!

იმ დღეს უჩვეულოდ დავფრინავდი, ისეთი ბედნიერი ვიყავი არც კი მახსოვს როგორ აღმოვჩნდი საჭესთან და როგორ გამოვედი ავტოფარეხიდან. ჩემი საყვარელი მუსიკა ჩავრთე , ხმას ბოლომდე ავუწიე და სიმღერ სიმღერით გავუდექი გზას. იმ დღეს ცხოვრებაში პირველად მიხაროდა სამსახურში წასვლა!

უცებ ჩემი ბავშვობა გამახსენდა, გამახსენდა ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები. გამახსენდა სკოლის პერიოდი, ყველაფერი იმ დაწყევლილ დღეს გამახსენდა. მთელი ცხოვრება თვალწინ მედგა, ვერ ვიშორებდი გონებიდან, თვალებიდა. თითქოს ვიღაცა განზრახ მეფარებოდა, რომ გზა არ დამენახა, თითქოს ვიღაცა ფეხზე მეჭიდებოდა, რომ ჩქარა მევლო. იცით, როდის გაქრა ყველაფერი? როდესაც უცოდველი ბავშვი დავინახე დაბნეული სახით, მასთან ძალიან ახლოს ვიყავი, ისე ძალიან დამუხრუჭებაც ვერ მოვასწარი. მე მას დავეჯახე! მისმა ტკივილიანმა სახემ ჩემი მანქანის მინა ჩაამსხვრია. მისმა ტკივილიანმა სახემ ჩემი გული გაანადგურა. დავამუხრუჭე და გათიშული ვიჯექი ძალიან დიდხანს, ალბათ უფრო დიდ ხანს ვიჯდებოდი რომ არა ერთი მოხუცი ქალის მუჯლუგუნი, რომელიც მინაჩაწეული ფანრიდან მომხვდა. თითქონს გონს მოვედი, მანქანის კარი გავაღე და გადმოვედი! იცით, მტერსაც არ ვუსურვებ იმას , რაც იმ წამს ჩემს გულში ხდებოდა. მე ის დავინახე, მიწაზე იწვა, ის ისეთი უმანკო, უცოდველი და ძალიან პატარა იყო. მასთან მივედი, ჩავიმუხლე და ლოყაზე შევეხე. ის ცივი იყო! მე ის მოვკალი!

უცებ თმაში შეხება ვიგრძენი, ვიღაცამ წამომაყენა, თავისკენ მიმაბრუნა და სახეში გამარტყა. მეორემ შემომაფურთხა, დანარჩენებმა კი წყევლა-კრულვა არ დაიშურეს ჩემთვის. არცერთი დარტყმა, არცერთი ნასროლი ქვა, სიტყვა არ მტკენია, მე ვერც კი ვხვდებოდი რა ხდებოდა, მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა და თვალწინ მხოლოდ ის პატარა ბიჭუნა მედგა. ჩემდა უნებურად ავდექი და გავიქეცი. ერთ-ერთი მათგანის სიტყვები ახლაც კი ჩამესმის გონებაში - შეხედეთ, გარბის, ეშინია!

გავრბოდი, არ ვიცოდი სად, გავრბოდი, არ მეშინოდა, მაგრამ გავრბოდი. მინდოდა იმ პატარა ბიჭის სახეს გავქცეოდი, მაგრამ მისი სახე არ მცილდებოდა. ცრემლებს ვერ ვიშორებდი, საკუთარი ცრემლები მახრჩობდა! იცით, ღმერთი ყოველთვის სწორი მოქმენებიბისკენ გვიბიძგებს, უცებ მივხვდი, რომ მე იქ უნდა ვყოფილიყავი, იმ ადგილას, იმ ბავშვის გვერდით. იცით, მე იქ დავბრუნდი! დავინახე , ბავშვი სასწრაფოს მანქანაში შეჰყავდათ, გამიხარდა ვიფიქრე ცოცხალი იყო, მაგრამ ახლოს მისულს მისი უსიცოცხლო სახე დავინახე! მე ის მოვკალი!

ერთმა მოხუცმა ქალმა ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და ხმამაღლა დაიძახა: -„ეს ისაა“. ამ სიტყვებმა ისედაც დაფლეთილი გული უფრო დამიფლითა. ძალიან შემრცხვა, მეგონა მისი სიტყვები მთელ მსოფლიოს ესმოდა. მეგონა ეს სიტყვები იმ პატარა ბიჭმაც გაიგო და მისკენ გავიხედე! ამის მეტი აღარაფერი მახსოვს! იმ პატარა ბიჭს გაყვა ჩემი გული და სული!

გუშინ დამესიზმრა იგივე დღე, მე ისევ მანქანის საჭესთან ვიჯექი, შორიდან ბავშვი დავინახე და მანქანა შევანელე, ღიმილლიანმა ბიჭუნამ ხელი დამიქნია და გზა გადაჭრა, მე კი გზა გავაგრძელე.

ეშმაკმა ანგელოზი მომაკვლევინა!

ღმერთო მაპატიე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42