10:30 საათზე - ”პირველ პრესკლუბში” პარლამენტის წევრი, ”ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული. საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
11:00 საათზე - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
11:00 საათზე - ლოტკინის მთაზე, ”თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანაია ზღვისუბნის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდება.
11:00 საათზე - "პირველ პრესკლუბში", საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული.
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
12:00 საათზე - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ნიკა მელიას პრესკონფერენცია გაიმართება.
12:00 საათზე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ამომრჩეველთა განახლებულ მონაცემებს გადასცემს.
მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.
12:00 საათზე - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზში XI საერთაშორისო ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
13:30 საათზე - გაიმართება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 52 მილიონიანი მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და დევნილთა განსახლების პროგრამის დახურვის ცერემონია. ღონისძიებას დაესწრებიან დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი.
მის: ხონი, ხონის დევნილთა ჩასახლება
15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
მასალის გამოყენების პირობები






