აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი ისეო კაცობრიობას ცოდვებისაგან გამოსასყიდად მოევლინა. უფალი განკაცდა და თავისი ჯავრცმით სამყარო ადამინური ცოდვებისგან იხსნა. ჯვარცმის შემდეგ მაცხოვარმა ჯოჯოხეთი შემუსრა და იქიდან მართალი სულები ამოიყვანა, რომელთათვისაც სამოთხის კარი ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ დახურული იყო. მაცხოვრის ჯვარცმითა და მისი ბრწყინვალე აღდომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.
თავდაპირველად ქრისტიანული ეკლესია მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდა. IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.
მასალის გამოყენების პირობები