120-135 ქულას ზევით -ადამიანს მაღალი ინეტელქტუალური პოტენციალი გააჩნია, კიდევ უფრო მაღალი IQ-ს მქონეს კი, შეიძლება გენიოსიც ვუწოდოთ.
ცნობილია, რომ ალბერს აინშტაინის IQ 200, ხოლო სტივენ ჰოკინგის 160-ს შეადგენს.
დღეს წარმოგიდგენთ, მსოფლიო შოუბიზნესის ყველაზე ჭკვიან და მაღალი IQ-ს მქონე ვარსკვლავებს.
არნოლდ შვარცნეგერი - IQ 135

არნოლდ შვარცნეგერის გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩნდა მსახიობისა და პოლიტიკოსის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, თუკი მის ცოტა სულელურ განცხადებებს გავითვალისწინებთ.
„ვფიქრობ, რომ გეი ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის უნდა იყოს დაშვებული“ - განაცხადა ერთ-ერთ გამოსვლაში.
თუმცა ფაქტია, ფოლადის კუნთების მქონე რკინის კაცი, ინტელექტუალურადაც საკმაოდ ძლიერია.
მეთ დეიმონი - IQ 135

მეთ დეიმონის IQ 135-ს შეადგენს. დეიმონი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა სწავლა არ დაუმთავრებია, რადგან ამ პერიოდში დაიწყო მუშაობა მის პირველ ფილმზე Good Will Hunting. მიუხედავად იმისა, რომ დეიმონს ჰარვარდის დიპლომი არ აქვს, უნივერსიტეტში სწავლისას მოპოვებული აქვს უამრავი მედალი და საიგელი ხელოვნების სფეროში ნაშრომებისთვის.
ნატალი პორტმანი - IQ 140

ნატალი პორტმანი არა მხოლოდ ნიჭიერი მსახიობი, არამედ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი წარმოამდგენელია.
ჯერ კიდევ მოზარდობისას მან გამოტოვა თავისი ფილმის „ვარსკვლავური ომების“ პირველი ეპიზოდის პრემიერა, რადგან საშუალო სკოლის საფინალო გამოცდებისთვის ემზადებოდა.
ნატალი პორტმანს ჰარვარდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ფსიქოლოგიის ბაკალავრიატის დიპლომი აქვს. ნატალი 5 ენაზე საუბრობს.
შაკირა - IQ 140

კოლუმბიელი მომღერალი შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალად ითვლება. მისი ნიჭი, მხოლოდ ვოკალური და ქორეოგრაფიული მონაცემებით არ შემოიფარგლება. შაკირა საუბრობს 7 ნენაზე, სწავლობდა ხელოვნების ისტორიას, 2007 წელს კი კალიფორნიის უნივერსიტეტსში ჩაირიცხა კურსზე „შესავალი ევროპულ კულტურაში“ , როგორც თავად განაცხადა თვითგანვითარებისთვის. შაკირა რეგულარუად რიცხვას თანხებს ღარიბ ქვეყნებში ბავშვების განათლებისთვის, საკუთარ სამშობლოში მან უკვე გასნა ორი სკოლა.
მადონა - IQ 140

მადონა სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყო და მიჩგანის უნივერსიტეტში დაფინანსებითაც ჩაირიცხა. მადონას, ერთხმად აღიარებენ მსოფლიო შოუ-ბიზნესის ერთ ერთ ყველაზე საინეტერესო მოსაუბრედ.
სტივ მარტინი - IQ 140

ცნობილი კომიკოსი სტივ მარტინი ერთ-ერთ უძლიერეს ინტელექტუალად არის ცნობილი. მას სკოლაში „ყველაზე ნიჭიერ ბიჭს“ ეძახდენენ, რომელიც წარმატებას აღწევდა ყველა საქმეში, რასაც ხელს მოკიდებდა. კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტი ფიქრობდა, რომ სწავლას აუცილებად განაგრძობდა და ფილოსოფიის პროფესორი გახდებოდა, თუმცა მისი ცხოვრება სხვა მიმართულებით განვითარდა. დღეს მარტინი „მენსას“ წერვია, რომელიც ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს აერთიანებს.
სინდი კოუფორდი - IQ 154

მოდის ისტორიაში ყველაზე ჭკვიანი სუპერმოდელი - სინდი კროუფორდის ინტელექტუალური კოეფიციენტი 154-ს შეადგენს. სკოლის უმაღლესი ქულებით დასრულების შემდეგ, მან Northwestern-ის უნივერსიტეტში უფასოდ სწავლების უფლება მოიპოვა. სინდიმ საინჭინრო ქიმიის შესწავლა გადაწყვიტა, თუმცა სემეტრის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, სამოდელი კარიერის გამო სწავლა შეწყვიტა.
ალიშა კისი - IQ 154

ნიჭიერმა გოგონამ მუსიკის შექმნა 14 წლის ასაკში დაიწყო. პრესტიჟული სახვითი ხელოვნების სკოლის ყველა კლასი არ გაუვლია, რადგან ექსტერნად დაამთავრა და 16 წლის ასაკში კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. თუმცა ჩაბარებიდან ერთი თვის შემდეგ სოლო კარიერის გამო, ალიშამ სწავლა შეწყვიტა.
შერონ სტოუნი - IQ 154

„ძირითადი ინსტქტის“ მთავარი გმირი განსაკუთრებული გონებით ბავშვობიდან გამოირჩეოდა. 5 წლის ასაკში უკვე მეორე კლასში აღმონდა, 15 წლისამ კი პენსილვანიის ედინბოროს უნივერსიტეტის სტიპენდია მიიღო. დანარჩენების მსგავსად, სწავლა კარიერის გამო მიატოვა. რამდენიმე წლის განმავლობაში შერონ სტოუნი „მენსას“ წევრი იყო.
კვენტინ ტარანტინო - IQ 160

ლეგენდარული კვენტინ ტარანტინო, არა მხოლოდ გენიალური რეჟისორი და სცენარისტი,ა რამედ „ჰოლივუდის ტვინია.“ თუმცა, მისი ინტელექტის უმაღლესი მაჩვენებელი ფორმალური განათლების დამსახურება არ არის. მას შემდეგ რაც 15 წლის ასაკში სკოლიდან გაგდეს, მან მუშაობა ვიდეომაღაზიაში დაიწყო, სადაც საათობით უყურებდა და აანალიზებდა ფილმებს. ტარანტინოს განცხადებით, სწორედ მაღაზიაში მუშაობამ შთააგონა კინორეჟისორი გამხდარიყო.
დოლფ ლუნდგრენი - IQ 160

ინტელეტქის კოეფიციენტის კიდევ ერთი რეკორდსმენი მსახიობი დოლფ ლუნდგრენია. მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავმა 1982 წელს სიდენის უნივერსიტეტში მაგისტრის დიპლომი აიღო , საინჟინრო ქიმიის დარგში, მომავალ წელს კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები






