ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს და ირწმუნება, რომ ახალ ამბავს, მსახიობები მალე გაასაჯაროებენ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს მეგობრებს უკვე გაუმხილეს.
ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი ერთმანეთს 10 წლიანი ქორწინების შემდეგ, შარშან დაშორდნენ. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე და სანიმუშო ოჯახის დანგრევის ოფიციალური მიზეზი უცნობია. გავრცელებული ცნობით, მიზეზი ბენ აფლეკი გახდა, რომელმაც გარნერს ბავშვების ძიძასთან უღალატა.
"ხანგრძლივი ფიქრისა და განხილვის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ დაცილება. ჩევნ დიდი ხანია მეგობრები ვართ და კვლავ გავაგრძელებთ ურთიერთობას ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის. ძალიან გთხოვთ ყველას პატივი სცეთ ჩვენს ოჯახს ამ რთულ მომენტში და თავი შეიკავოთ სიცრუის გავრცელებისაგან. მადლობას გიხდით თანადგომისათვის"-განაცხადა ჯენიფერმა, თუმცა წყვილი ოფიციალურად განქორწინებული დღემდე არ არის.
დაშორების შემდეგ გარკვეული პერიოდი ერთად ცხოვრობდნენ, რათა მათ განშორებას ბავშვებისთვის ტრავმა არ მიეყენებინა.
მას შემდეგ რაც ბენი საცხოვრებლად ცალკე გადავიდა, გარნერის სახლს ყოველკვირეულად სტუმრობდა. დასვენების დღეებს მსახიობები შვილებთან ერთად ატარებდნენ, რის ამსახველ კადრებსაც დასავლური ტაბლოიდები სისტემატიურად ავრცელებდნენ.
დაშორების შემდეგ, სხვადასხვა ინტერვიუებში , ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემას მუდმივად ხაზს უსვამენ. ტაბლოიდები წერდენენ, რომ წყვილს ერთმანეთი ისევ უყვარს. "ეს განსაკუთრებით ბენს ერტყობა. როდესაც ჯენიფერზე ლაპარაკობს, თვალები ძველებურად უბრწყინავს" - წერდა გამოცემა E!
შეგახსენებთ, რომ წყვილმა 2005 წელს იქორწინა. ბენსა და ჯენიფერს 3 შვილი ჰყავთ: 9 წლის ვაიოლეტი, 6 წლის სერაფინა და 3 წლის სემუელი.







მასალის გამოყენების პირობები






