ოკუპაციის პარადოქსები
პოზიცია - 15:10, 03 Aug, 2013     2857

მოძალადის შენთან ყოფნის აუცილებლობას თავადვე ასაბუთებ... დღეს ამ მდგომარეობაში ჩავვარდით.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მასმედიასთან ბოლო, მეექვსე შეხვედრაზე კვლავ ისაუბრა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომზე, რის დაწყებაშიც საქართველო დაადანაშაულა და ქვეყნის პროკურატურას იმ მოვლენის ახალი გამოძიებისკენ მოუწოდა, რასაც თითქმის მაშინვე მოჰყვა დადებითი კომენტარები რუსეთის საინფორმაციო წრეებში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა კი კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერის ასეთი პოზიცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რუსეთ-საქართველოს სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებსო!!!

 

უცხადესია, რომ ნებისმიერ ქვეყანასთან სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობათა მყისიერი ნახტომისებური გაუმჯობესება, თანაც სულ ორიოდე სიტყვის გამო დიდად სასიხარულოა, თუმცა, არის რამოდენიმე "უმნიშვნელო მაგრამ", რაც ამასთანავე ძალზედ გვაშფოთებს.

 

რასაკვირველია, ომისდროინდელ ქართულ მთავრობას უამრავი შეცდომა ჰქონდა. უპირველესად კი ის, რომ მოსახლეობა იდეოლოგიურად , ინფორმაციულად ომისთვის არ იყო მზად. არ იყო მკვეთრად გამოკვეთილი მტრის ხატი. ვისთან ან რასთან უნდა გებრძოლა! არ იყო შემუშავებული სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმი. ჯარს არ ჰქონდა კომუნიკაციის სარეზერვო საშუალებები. მოშლილი იყო საჰაერო თავდაცვა. და კიდევ ბევრი სხვა და სხვა... რატომ? ამ ყველაფერს გამოძიებამ ნათელი უნდა მოჰფინოს. ზოგი, როგორც ვიცი, მაშინვე დაპატიმრებულიც კი იყო. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, ყველა რანგისა და ყველა დონისა. ყველაფერი მხოლოდ საქართველოს ინტერესებს, მის მომავალ გამარჯვებებს უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით!

 

საქართველოს "ნაცმოძრაობის" მთავრობას მოსახდელი აქვს ბოდიში საკუთარ ხალხთან, რომ ვერ იბრძოლა, მტერი ქვეყანაში რომ შემოუშვა და აბოგინა, და არა რუსეთთან, თუ რატომ დავიწყე ომიო...

 

საერთოდ, მსოფლიო ისტორიაში ესაა უნიკალური, პირველი შემთხვევა დიპლომატიური თვითგვემისა, როდესაც ომის, კონფლიქტის ორივე მხარის პრემიერ-მინისტრები ომის დაწყებაში თავიანთ ქვეყანას ადანაშაულებენ, რითად, პარადოქსია, და ამით, საკუთარი მმართველობის განმტკიცებას ცდილობენ - ერთი რუსეთში და მეორე საქართველოში.

 

როგორც ცნობილია, რუსეთის იმჟამინდელმა პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან ომის აუცილებლობა, მისი მიზანი, კონფლიქტის მოსალოდნელი შედეგები და ომის დაწყება მეტად დამაჯერებლად, უტყუარი ფაქტების მოტანით, ღიად, არგუმენტირებულად აღიარა. აღიარა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.
რატომ ცდილობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მის გადაჯერებას და ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებას? რუსეთი ივანიშვილის ამ აღიარებით დაპყრობილ მიწებს არ დაგვიბრუნებს, არ დაგვითმობს არაფერს. რაში სჭირდება ეს ყოველივე? ნუთუ მხოლოდ სააკაშვილის კიდევ ერთხელ გაბიაბრუებისთვის?
მაგრამ საქართველო ამ "აღიარებით" რას მოიპოვებს და რას დაჰკარგავს ამაზე ნაფიქრალია???

 

თუ მარტო ბოღმა და ერთურთის გაუსაძლისი სიძულვილია, რამაც საქართველო ჯერ ჯალალედინს, მერე თემურლენგს, მერე შაჰაბაზს მისცა საჯიჯგნად? მავანნი და მავანნი თუთიყუშებივით, დაუფიქრებლივ რომ იმეორებენ ივანიშვილის ამ როყიოდ ნათქვამს - ომი საქართველომ დაიწყოო, ღმერთი აღარა სწამთ?... ამ სიტყვებით მერამდენედ სწიხლავენ და დღეს უკვე საბოლოოდ დასაჯიჯგნად რომ უგდებენ საკუთარ სამშობლოს რუსეთს, ესმით, თუ არა?!

 

მიხო მორჩილაძე

ლიტერატურის მეცნიერებათა დოქტორი

აფხაზეთის ომის ვეტერანი, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42