სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით ონლაინსესხების საკითხი მისახედია და მეტი ყურადღება სჭირდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:46, 27 Apr, 2016     1261

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით ონლაინ სესხების საკითხი უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. აღნიშნული განცხადება გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, მისი თქმით დღეისთვის ონლაინ სესხები ეროვნული ბანკის რეგულირებაში არ ხვდება, აღნიშნული სესხების ბანკის რეგულირების ქვეშ მოსაქცევად კი საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა ეროვნული ბანკის ყველა მიდგომა მომხმარებელთა უფლებათა დაცვისკენ იქნება მიმართული.

"ეს არის ის საკითხი, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. დღეისთვის ონლაინ სესხები ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროში არ ხვდება, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს თუ ვის დაევალება ზოგადად ამ ბაზრის რეგულირება. პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ჩვენ ამ საკითხებს მომხმარებელთა დაცვის კუთხიდან ვუყურებთ. ზოგადად ვიტყვი, რომ სესხის აღებამ არ უნდა გააუარესოს მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობა და აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ის ღონისძიება, რომელიც გატარებული იქნება ამ მიმართულებით. ამავე დროს, მსესხებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს ყველა ის რისკი და ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ სესხის მიღებათან. ბალტიის ქვეყნებს აქვთ შედარებით დიდი ხნის გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ამ გამოცდილებას ვსწავლობთ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მისახედია და მას შემდეგ, რაც გადაწყდება, თუ ვინ გააკეთებს ამ საკითხის რეგულირებას, შესაბამისად მოხდება იმ ღონისძებათა შემუშავება, რაც მომხმარებელთა დაცვის მინზით შეეცდება, რომ სავალალო შემთხვევები გამოირიცხოს. ეს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზეც დადებითად აისახება." - განაცხადა კობა გვენეტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42