შეგახსენებთ, 26 აპრილს თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ისმაილ კაჰრამანმა განაცხადა, რომ ქვეყანას ისლამის ნორმებზე დაფუძნებული კონსტიტუცია სჭირდება.
“ჩვენ მუსლიმური ქვეყანა ვართ. ამ მიზეზით გვჭირდება მთავარი კანონი, რომელიც რელიგიურ ღირებულებებს დაეფუძნება” - განაცხადა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ სტამბოლში გამართულ კონფერენციაზე.
პოლიტიკოსის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. “სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის ქემალ კილიჩდაროღლუს თქმით, თანამედროვე თურქეთის სულისჩამდგნელი მუსტაფა ქემალ ათათურქი სახელმწიფოსა და სამართლის რელიგიისგან გამიჯნვის პრინციპს ემხრობოდა.
თურქეთში მოქმედი კონსტიტუცია 1982 წლის ნოემბერში მიიღეს და მასში რელიგიური დებულებები მოქმედებს. ამჟამად მმართველი პარტია, ახალი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობს. დოკუმენტის წარდგენა პარლამენტისთვის ზაფხულში იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






