საქართველოს ბანკმა სრულიად ახალი ინტერნეტბანკი წარადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:48, 26 Apr, 2016     2476
საქართველოს ბანკმა, მომხმარებელს ახალი, უნიკალური ფუნქციების მქონე ინტერნეტბანკის დანერგვის შესახებ ამცნო:
"საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა სრულიად ახალი, უნიკალური ფუნქციების მქონე ინტერნეტბანკის დანერგვის შესახებ. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს www.ibank.ge -ზე 2 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეასრულოს ყველა საბანკო ოპერაცია და დააგემოვნოს ახალი ინტერნეტბანკი. მომხმარებელს ახალ ინტერნეტბანკში შემდეგი მნიშვნელოვანი სიახლეები დახვდება:

ინტერნეტბანკის დისტანციური აქტივაცია − ინტერნეტბანკის გააქტიურებას მომხმარებელი დღეიდან ბანკში მისვლის გარეშეც შეძლებს. ასევე დისტანციურად აღადგენს ინტერნეტბანკის პაროლს;

ძიების ველი − მეტი სიმარტივისთვის ახალ ინტერნეტბანკში მომხმარებელს დახვდება ძიების ველი, სადაც შესაძლებლობა აქვს ჩაწეროს ნებისმიერი საძიებო სიტყვა ფუნქციის, პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ, მარტივად იპოვოს ის.

„ჩემი კალენდარი“ − ახალი ინტერნეტბანკით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბანკთან ურთიერთობა „ჩემი კალენდრის“ საშუალებით მართოს. იმისათვის, რომ არ გამორჩეს გადახდის დღეები, საკმარისია თავად მონიშნოს კალენდარზე ან აკონტროლოს ბანკის მიერ უკვე ავტომატურად მონიშნული სესხის, კომუნალური, საოჯახო და სხვა ტიპის აქტივობები;

გადახდების კალათა − მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შექმნას გადახდების კალათა და მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით დაფაროს ერთდროულად რამდენიმე გადასახადი. ამასთან, ინტერნეტბანკში ყოველი შესვლისას მომხმარებელი მაშინვე მიიღებს ინფორმაციას მიმდინარე დღეს არსებული დავალიანების არსებობის შესახებ;

პირადი შეთავაზებები − ინტერნეტბანკში მომხმარებელი ნახავს „საქართველოს ბანკის“ მიერ პირადად მისთვის მომზადებულ შეთავაზებებს, რის შემდეგაც შესაძლებლობა ექნება ინტერნეტბანკშივე გაააქტიუროს საბანკო მომსახურება ან პროდუქტი.

ფულადი გზავნილები − ახალი ინტერნეტბანკით ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია ფულადი გზავნილების როგორც მიღება, ასევე გაგზავნა საქართველოსა და საზღვარგარეთ;

სრულიად ახალი ინტერნეტბანკის დაგემოვნება მომხმარებელს შეუძლია აქ: www.ibank.ge "- აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42