ატომური სადგურის აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგებენ კიევში მდებარე მემორიალთან.
ავარია ჩერნობილის ატომურ სადგურზე 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. შედეგად 8 ტონაზე მეტი რადიოაქტიური მასალა გავრცელდა და 60 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობი დააბინძურა.
ჩერნობილის აფეთქება შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% ბელორუსიის ტერიტორიაზე დაილექა.
დაბინძურებული ტერიტორიიდან ევაკუირებულ იქნა 200 000 ადამიანზე მეტი.
აფეთქების დღეს სადგურში 31 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მსხვერპლი და დასხივების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა. მათი რაოდენობა ამ დრომდე დაზუსტებულიც კი არ არის, დადასტურებელი ინფორმაციით, ჩერნობილის მოვლენებს 4 000 ადამიანი შეეწირა.
გრინპისი და საერთაშორისო ორგანიზაცია "ექიმები ატომური ომის წინააღმდეგ" ამტკიცებენ, რომ ავარიის შედეგად, ლიკვიდატორებს შორის ათი ათასობით ადამიანი დაიხოცა, ასევე ევროპაში დაფიქსირებულია ახალდაბადებულთა დამახინჯების 10 000 შემთხვევა, 10 000 ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევა და მოსალოდნელია კიდევ 50 000. ორგანიზაცია "ჩერნობილის საბჭოს" მონაცემებით, 600 000 ლიკვიდატორიდან 10% დაიღუპა და 165 000 დაინვალიდდა.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური განთავსებული იყო უკრაინის ტერიტორიაზე, ქალაქ პრიპიატთან ახლოს, ქალაქ ჩერნობილიდან 18, ბელორუსიის საზღვრიდან 16 და დედაქალაქ კიევიდან 110 კილომეტრის დაშორებით. ავარიის დროს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობდა ოთხი რეაქტორი. აფეთქება მეოთხე ბლოკში მოხდა.
ჩერნობილის კატასტროფის რამდენიმე ვერსია არსებობს. თავდაპირველი ვერსიით, აფეთქება პერსონალის მიერ ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის წესების დარღვევამ გამოიწვია.
1986 წლის 25 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დაიგეგმა მე-4 ენერგობლოკის გაჩერება შემდგომში სხვა მიზნებისათვის გამოყენებისთვის. გადაწყდა გამოყენებულ ყოფილიყო ეს შემთხვევა რიგი ცდების ჩატარებისთვის. ერთ-ერთი ცდის მიზანი იყო პროექტული რეჟიმის შემოწმება, რომელიც ითვალისწინება გენერატორის ტურბინის ინერციის გამოყენებას, შიდა ელექტრომომარაგების გათიშვის შემთხვევაში.
ცდები უნდა ჩატარებულიყო 700 მეგავატ სიმძლავრეზე, მაგრამ ოპერატორის უყურადღებობის გამო ის 30 მეგავატზე დაეცა. გადაწყდა რომ არ აეწიათ სიმძლავრე დაგეგმილ 700 მეგავატზე და 200 მეგავატით შეზღუდულიყვნენ. სიმძლავრის სწრაფი ვარდნით და 30 – 200 მეგავატზე მუშაობით გაძლიერდა რეაქტორის აქტიური ზონის დაბინძურება ქსენონ-135-ის იზოტოპით. იმისათვის რომ აქტიური ზონიდან აეწიათ სიმძლავრე შეკეთებულ იქნა მარეგულირებელი ჭანჭიკების ნაწილი.
200 მეგავატზე მიღწევის შემდეგ ჩართულ იქნა დამატებითი ტუმბები, რომელთა დანიშნულება იყო ექსპერიმენტის დროს გენერატორების დატვირთვის თავიდან აცილება. აქტიური ზონიდან წამოსული წყლის რაოდენობა, რაღაც დროის მანძლზე სცილდებოდა დაშვებულ ლიმიტს. ამ დროისათვის ოპერატორებს მოუწიათ უფრო ძლიერად მოეჭირათ ჭანჭიკები. ამასთან, რეაქტულობის ეფექტურობის მარაგი აღმოჩნდა დაშვებულ სიდიდეზე დაბლა, მაგრამ რეაქტორის პერსონალმა ამის შესახებ არ იცოდა.
1:23:04 საათზე დაიწყო ექსპერიმენტი. ამ მომენტში, გაუმართაობის, ან რეაქტორის არასტაბილურობის არანაირი სიგნალი არ ყოფილა. გენერატორთან მიერთებული ტუმბების სიჩქარის დაწევის და რეაქტულობის დადებითი ორთქლის კოეფიციენტის გამო, რეაქტორი ცდიდა სიმძლავრის მომატების ტენდენციას, თუმცა მართვის სისტემა ამის წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობდა. 1:23:40 საათზე ოპერატორმა იმოქმედა ავარიული დაცვის ღილაკზე. ოპერატორის ამ მოქმედების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ეს მოქმედება განხორციელებული იყო სიმძლავრის სწრაფი ზრდის გამო და აფეთქებაც მოხდა.
29 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის ჩასაქრობად, რომელიც ათი დღე გრძელდებოდა, სამხედრო ნაწილები მიიყვანეს (ძირითადად ახალწვეულები - 18- 19 წლის ბიჭები). მათ არ იცოდნენ, რა საფრთხის ქვეშ იდგნენ და რეაქტორის ნარჩენები შიშველი ხელებით გაჰქონდათ. ავარიის სპეციალისტი ლიკვიდატორები კი იხსენებდნენ, ელექტროსადგურში რადიაციის დონე ისეთი მაღალი იყო, რომ დღეში მხოლოდ 20-25 წამს მუშაობდნენ.
ბოლო დროს გავრცელებული ვერსიით, ავარიის მიზეზი, რეაქტორის არასწორი დაპროექტება გახდა.
- რეაქტორი იყო არასწორად დაპროექტებული და საშიში;
- პერსონალი არ იყო სავარაუდო საფრთხის შესახებ ინფორმირებული;
- პერსონალმა დაუშვა რამდენიმე შეცდომა და დაარღვია არსებული ინსტრუქციები რეაქტორის მუშაობით გამოწვეული საფრთხის ინფორმაციის არქონის გამო.
- დაცვის მექანიზმის გამორთვა, ან არ იმოქმედებდა ავარიის განვითარებაზე, ან არ შეეწინაღმდეგებოდა დოკუმენტების ნორმატივებს.
მასალის გამოყენების პირობები






