პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით რუსეთი იმპერიულ პოლიტიკას დაუბრუნდა.
„პოლონეთის რადიოს“ ცნობით, თავის გამოსვლაში პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძლიერი და უსაფრთხო სახელმწიფოს შექმნა, დღეს, მათი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მაშინ, როცა „გეოპოლიტიკური ვითარება შეცვლილია.“
„ყველამ ვიცით, რა ქმედებებს ახორციელებს დღეს რუსეთის ხელისუფლება. ვიცით, რომ რუსეთი იმპერიულ პოლიტიკას დაუბრუნდა. პოლიტიკას, რომელიც იწვევს სხვა წვეყნების ინტერესებისა და უსაფრთხოების დარღვევას. ჩვენ ვიცით რა მოხდა 2008 წელს საქართველოში და რაც ხდება უკრაინაში, ბოლო წლებია., რა მოხდა ბალტიის ზღვაში, რუსული თვითმფრინავების მონაწილეობით “ - განაცხადა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ნატოს ვარშავის სამიტი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერების დასაწყისი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






