საპარტნიორო ფონდმა OPIC-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:05, 26 Apr, 2016     1260
საპარტნიორო ფონდმა აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტთან - „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციასთან“ (OPIC) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი ითვალისწინებს პროექტების დაფინანსების კუთხით საპარტნიორო ფონდისა და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ თანამშრომლობას.

მემორანდუმს საქართველოს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ და OPIC-ის ადმინისტრაციის უფროსმა კამერონ ალფორდმა ვაშინგტონში OPIC-ის მთავარ ოფისში მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი გულისხმობს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის მხარეების შესაბამისი რესურსების და შესაძლებლობების გამოყენებას. საპარტნიორო ფონდი და OPIC ერთობლივად მოახდენენ სხვადასხვა კომერციულად საინტერესო პროექტების შესწავლას და შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მზად არიან ერთობლივად დააფინანსონ ისინი.

მხარეებს სურთ ჩამოაყალიბონ გრძელვადიანი თანამშრომლობის ზოგადი პრინციპები, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროებში პროექტების ეფექტურ და სწრაფ განხორციელებას.

ამ ეტაპზე, ფონდი და აშშ-ის მთავრობის „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ (OPIC) აქტიურად თანამშრომლობენ რამდენიმე პროექტის ფარგლებში, მათ შორისაა სასტუმრო “რედისონ წინანდლის” პროექტი, მცირე და საშუალო საწარმოების ფონდში Gazelle Finance-ში თანამონაწილეობა, ჯანდაცვის სექტორში რიგი ერთობლივი პროექტის განხორციელება და სხვა პროექტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42