გამოცემის თანახმად, წინადადებას კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტი განიხილავს.
აშშ-ის კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრის ადამ სმიტის განცხადებით, ვაშინგტონის მთავარ მიზანს აღმოსავლეთ ევროპაში წარმომადგენლობის არსებობა და მოკავშირეების მხარდაჭერა წარმოადგენს.
"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩვენი წარმომადგენლობა განვალაგოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - აღმოსავლეთ ევროპაში წარმომადგენლობის არსებობა და მოკავშირეების მხარდაჭერა" - განაცხადა სმიტმა.
კონგრესმა შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედროების მოსამზადებლად 150 მილიონი დოლარის გამოყოფასაც დაუჭიროს მხარი
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად გათვალისწინებული თანხის უმეტესი ნაწილი აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება.
მასალის გამოყენების პირობები






