"ქურთების მუშათა პარტია" თურქეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს გააძლიერებს" - ქურთების ლიდერი
მსოფლიო - 12:16, 25 Apr, 2016     2992
"ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ლიდერის, ჯემილ ბაიკის განცხადებით, მისი მებრძოლები მზად არიან თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები გააძლიერონ. ამის შესახებ ბაიკმა „ბიბისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ქურთები საკუთარ თავს დაიცავენ ბოლომდე. თუკი თურქეთი თავის მიდგომას არ შეცვლის, ქურთისტანის მუშათა პარტია“ სამხედრო ოპერაციებს გააფართოებს“ - განაცხადა მან. ქურთების ლიდერმა თურქეთის პრეზიდენტს კონფლიქტის ესკალაციაშიც დასდო ბრალი.

„მას (ერდოღანი) სურს, რომ ქურთები დანებდნენ. თუკი არ დანებდებიან, მას ყველა ქურთის დახოსცვა სურს. ამაზე ღიად ლაპარაკობს, ის ამას არ მალავს“ - განაცხადა ბაიკმა.

ამავდროულად, ქურთების ლიდერმა აღნიშნა, „ქურთისტანის მუშათა პარტია“ თურქეთისგან გამოყოფისკენ არ ისწრაფვის. მისი თქმით, ანკარის მხრიდან სურვილის შემთხვევაში, მოლაპარაკებებისთვისაც მზად არიან.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მრჩევლის, ილნურ ჩევიკის თქმით, კი თურქეთის მთავრობა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს არ აპირებს.

"მათ თურქეთის ტერიტორიაზე საკუთარი სახელმწიფოს შექმნა სურთ, ეს ნათელია" - განაცხადა ჩევიკმა.

“ქურთისტანის მუშათა პარტიასა” და თურქეთის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო შეთანხმება გასული წლის ივლისში დაირღვა. მხარეებს შორის შეტაკებებს 340-ზე მეტი თურქი სამხედრო და 500 ქურთი ემსხვერპლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42