ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, უკრაინული ტელეკომპანიებისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სავჩენკოს დაბრუნებაზე შეთანხმებას მან რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს მიაღწია.
"პირველად, ამ საუბრის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ სინათლე გვირაბის ბოლოს. მე მყარი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი ნადეჟდას უკრაინაში რამდენიმე კვირაში დააბრუნებს" - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კრემლში პეტრო პოროშენკოს განცახდებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
20 აპრილს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ სავჩენკოს კიევისთვის გადასაცემად საჭირო დოკუმენტების წარდგენის თხოვნით მიმართა. უწყებაში აღნიშნეს, რომ მსგავსი განაცხადის განსახილველად ვადები დადგენილი არ არის.
შეგახსენებთ, რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო, რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.
სავჩენკოს, უკრაინაში დაბრუნების მოთხოვნით მშრალი შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის თხოვნით, გუშინწინ შეწყვიტა.
პეტრო პოროშენკომ თავიდანვე განაცხადა, რომ მზად არის ნადეჟდა სავჩენკო ორ რუს სამხედრო მოსამსახურეზე, ალექსანდროვსა და ეროფეევზე გაცვალოს.
ეროფეევსა და ალექსანდროვს კიევის რაიონულმა სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით 14-წლიანი თავისუფლების აღკვეთა 18 აპრილს მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






