25 აპრილის ანონსი
ანონსი - 01:02, 25 Apr, 2016     955

10:00 საათზე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს პარლამენტის სენატის, იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდებიან.

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

10:30 საათზე - "პირველ პრესკლუბში" ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: "რამდენიმე დღის წინ კოჯორში აღმოჩენილი მოკლული ახალგაზრდის, გურამ კვეზერელის და მისი დედის ნატო კვეზერელის მკვლელობაში ბრალდებული ვასილ გოშაძის და გიორგი ყუფარაძის მიერ ჩადენილი ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის გამო, უვადო თავისუფლების აღკვეთას უკვე 7 წელია უდანაშაულო, მსჯავრდებული თეიმურაზ შარაშენიძე იხდის".

მის: წერეთლის #116, ბიზნესცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

11:00 საათზე - ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ. ხელმოწერის ცერემონია გაიმართება „ვისოლის“ ოფისში.

მის: ჭავჭავაძის გამზ. #74ბ

11:00 საათზე - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს პარლამენტის სენატის, იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება.

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

11:00 საათზე - პორტალ ”კვირას“ პრესკლუბში, პარლამენტის წევრი, ”ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი ანი მიროტაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

11:00 საათზე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ბათუმში კონფერენციას: „პროფესიული განათლების ახალი პერსპექტივები ტურიზმის მიმართულებით“ გახსნის და აჭარის რეგიონის კერძო სექტორს პრემიერის ინიციატივის ფარგლებში, პროფესიული განათლების გერმანულ მოდელს წარუდგენს.

ბათუმი, სასტუმრო „ჰილტონი“

11:00 საათზე - სასტუმრო ”Tbilisi Rooms Hotel“–ში პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია - გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო E 60“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დაესწრება.

11:00 საათზე - სასტუმრო „ჰოლიდეი ინში” „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავენ, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და USAID-ის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დევიდ სთოუნჰილმი დაესწრებიან.

11:00 საათზე - “რეპორტიორის“ პრესკლუბში, “ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს.

თემა: წინასაარჩევნო გარემო, სოციოლოგიური კვლევის შედეგები, მიმდინარე პოლიტიკური თემები.

11:00 საათზე - "პირველ პრესკლუბში", არასამთავრობო ორგანიზაციები - ”ახალგაზრდული ცენტრი“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ და „პოზიცია“ გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას, რომელიც შეეეხება კონგრესმენ სტივ რასელის კონგრესში გამოსვლას. ბრიფინგზე წარმოდგენილი იქნება ღია წერილი, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციები გადაუგზავნიან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს.

მის: წერეთლის #116, ბიზნესცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

12:00 საათზე - პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა გელაშვილი და კომიტეტის წევრები იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს პარლამენტის სენატის, იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდებიან.

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

12:00 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238

12:30 საათზე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის (EIW) აღსანიშნავად გაიმართება პრესკონფერენცია, სლოგანით ”აცერი და დაიცავი”. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრება.

13.00 საათზე - jandacva.ge-ის პრესკლუბში, ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი ნანა გაბრიაძე და ეკო ტრანსპორტ ცენტრის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი ოთარ გელაშვილი შეხვედრას გამართავენ.

თემა: გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი და მისი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მის: მერაბ ალექსიძის ქ. #8, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

საკონტაქტო პირი ნათია ნარმანია - 568 27 24 24

14:00 საათზე - მთავრობის კანცელარიასთან, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, „ცენტრ პოინტისა“ და „დექსუსის“ დაზარალებულთა აქცია გაიმართება, რომლის მონაწილენიც დამნაშავეთა დასჯის გაჭიანურების შეწყვეტასა და მათი კუთვნილი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

საკონტაქტო პირი სოფო ძიგუა - 593 46 44 43

25 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42