აჭარაში აწჰეს-ის ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია განხორციელდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:01, 23 Apr, 2016     1787

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ წარმატებით დაასრულა აჭარაში აჭარის წყლის ჰიდროელექტროსადგურის ჰიდროაგრეგატის სრული განახლება. ჩატარებული სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურმანიძემ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბორცვაძემ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ რეგიონალური სამსახურის დირექტორმა კახა ქიტესაშვილმა მოინახულეს.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელთა შედეგად ჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 16 მგვტ-დან 18,4 მგვტ-მდე. რეკონსტრუქციის პროექტი დაიწყო 2014 წლის მიწურულს და დასრულდა მიმდინარე წლის მარტში. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 12 მლნ. ლარამდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულიად შეიცვალა ტურბინა და გენერატორი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვისა და მონიტორინგის სისტემა, აგრეთვე, თანამედროვე ციფრული სარელეო დაცვები, განხორციელდა ჰიდროაგრეგატის დეტალებისა და კვანძების რეკონსტრუქცია.

„აწჰესზე განხორციელებული სამუშაოები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან განხორციელებულმა პროექტმა მოგვცა საშუალება რეალურად გაგვეზარდა ჰესის დადგმული სიმძლავრე და რაც მთავარია, წლიური საპროექტო გამომუშავება, რაც თავის მხვრივ ხელს უწყობს ენერგოქსელში დამატებითი სიმძლავრეების მიწოდებას. დამატებით გამომუშავებული ელექტროენერგია კი ჩაანაცვლებს იმპორტირებული, ძვირადღირებული ელექტროენერგიის გარკვეულ ნაწილს“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჰიდროენერგო დეპარტამენტის ექსპლუატაციის, პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის განყოფილების უფროსმა ლევან საჩალელმა.

აწჰეს-ი არის მაგალითი აჭარის რეგიონში ჰიდროელექტროსადგურის წარმატებული მუშაობის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42