ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ნიკოლა ენენმა ამოიცნო, რომელიც 4 ფრანგ კოლეგასთან ერთად სირიაში2013-14 წლებში ჯიჰადისტებს ჰყავდათ დატყვევებული.
ამის შესახებ ჟურნალისტების ადვოკატმა მარი -ლაურა ინგუფმა განაცხდა.
მძევლები ლააშროუის აბუ იდრისის სახელით იცნობდნენ.
გამოცემა Parisien-ის ცნობით, ნაჯემი მძევლებს მეჰდი ნემუშთან ერთად იცავდა. ნემუშემი, რომელსაც „მუზეიმის მკვლელს“ უწოდებენ, 2014 წლის გაზაფხულზე, ბრიუსელში ებრაულ მუზეიმში ცეცხლი გახსნა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა.
ჟურნალისტის თქმით, ნემუში განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდა ამერიკელ ჟურნალისტებს ჯეიმს ფოულსა და სტივენ სოტლოფს, რომლებსაც მოგვიანებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა თავები მოკვეთეს.
ნემუში ამჟამად ბელგიის ციხეში იმყოფება.
ჟურნალისტის განცხადებით, ლააშროუი და ნემუში მათ 2014 წლის იანვრამდე მეთვალყურეობდნენ, თავად ჟურნალისტები იმავე წლის აპრილში გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, ე.წ „ისლამური სახელმწიფოს’" ტერორისტებმა ბელგიის დედაქალაქში 22 მარტს ტერაქტები განახორციელეს. 29 წლის იბრაჰიმ ალ-ბაკროუიმ და 24 წლის ნაჯიმ ლააშროუიმ თავი ზავენტემის აეროპორტში აიფეთქეს. იბრაჰიმის ძმამ, ასევე ბელგიის მოქალაქემ 27 წლის ხალიდ ალ-ბაკროუიმ კი ბრიუსელის მაალბეკის მეტროსადგურში აიფეთქა თავი. აფეთქებების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.
ვარაუდობენ, რომ ნაჯიმ ლაშროუი 13 ნოემბრის პარიზის თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორიცაა. გამოძიების ცნობით, პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობები სწორედ, ნაჯემ ლააშროუიმ დაამზადა.
მასალის გამოყენების პირობები






