ამის შესახებ საგენტო РБК წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, გაცვლა მას შემდეგ მოხდება, რაც რუსეთის მოქალაქეებისათვის გამოტანილი სასამართლო განაჩენი ძალაში შევა, ანუ 18 მაისის შემდეგ.
როგორც РБК წერს, დაკავებულების გაცვლის საკითხები, რუსეთისა და უკრაინის მსჯავრდებულთა გადაცემის შესახებ 1983 წლის კონვენციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე უნდა მოწესრიგდეს. რომლის თანახმად, ორივე მხარემ უნდა გაცვალოს დოკუმენტების პაკეტი, რომლებშიც ნათქვამი იქნება, რომ მხარეები სასამართლოს განაჩენებს აღიარებენ.
შეგახსენებთ, რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო, რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.
სავჩენკოს, უკრაინაში დაბრუნების მოთხოვნით მშრალი შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის თხოვნით, გუშინწინ შეწყვიტა.
პეტრო პოროშენკომ თავიდანვე განაცხადა, რომ მზად არის ნადეჟდა სავჩენკო ორ რუს სამხედრო მოსამსახურეზე, ალექსანდროვსა და ეროფეევზე გაცვალოს.
ეროფეევსა და ალექსანდროვს კიევის რაიონულმა სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით 14-წლიანი თავისუფლების აღკვეთა 18 აპრილს მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






