ლოს-ანჯელესში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია გრძელდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:44, 22 Apr, 2016     1654

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით აქტიურად დაიწყო ახალი, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია.

20-21 აპრილს ქართული დელაგაციის წევრებმა ლოს-ანჯელესის კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები.

Disney, Paramount Pictures, NBC universal, Universal pictures, Warner Brothers, HBO და Fox იმ შთამბეჭდავი კომპანიების ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ანა კვარაცხელიას მიერ ლოს-ანჯელესში, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ გამართულ პრეზენტაციას დაესწრნენ. მაღალი დონის გაცნობითი ხასიათის შეხვედრები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით Motion Picture Association-ის მიერ იყო ორგანიზებული.

ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები, მათ შორის კერძო საპროდიუსერო კომპანიები: JTW Metro, Millimeter Film და ABK communications სტუმრად იმყოფებოდნენ დისნეის ოფისში, სადაც შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ სამუშაო პროცესს, სტუდიოებსა და სცენებს.

21 აპრილსვე, დისნეიმ უმასპინძლა პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პრეზენტაციას, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები, კონკრეტულად კი Marvel Entertainment, LLC და ABC Television Group-ის მფლობელები დაესწრნენ, დეტალურად მოისმინეს კომპონენტით გათვალისწინებული პირობები და გაეცნენ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრის შესაძლებლობებს.

აღსანიშნავია, რომ დისნეის მხრიდან კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის მიმართ ინტერესი უკვე გამოითქვა და მათი წარმომადგენლობა საქართველოში უახლოეს მომავალში ვიზიტსაც გეგმავს.

ყველაფერთან ერთად, პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენა, ე.წ location show, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს უყრის თავს და საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა საკუთარი პოტენციალის წარმოსაჩენად და ამ კუთხით წამყვან კინომწარმოებლებთან კონტაქტების დასამყარებლად. ასევე, სააგენტოს ორგანიზებით, 25 აპრილს გათვალისწინებულია ჰოლივუდის წამყვანი პროდიუსერების ოფიციალური მიღება, მათი მასპინძლობა და პროგრამის წარდგენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42