ოთარ დანელიამ ოზურგეთში სახელმწიფო ხელშეწყობით დაფინანსებული საწარმოები მოინახულა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:34, 22 Apr, 2016     1386

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, გურიის რეგიონის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად ოზურგეთში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში მეფუტკრეობისა და მეკალმახეობის განვითარების მიმართულებით დაფინანსებული მეურნეობები დაათვალიერა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის მკვიდრმა გივი ნინიძემ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 30 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო და საფუტკრე მეურნეობა გააფართოვა. მეურნეობაში ფუტკრის 400 - მდე ოჯახი ჰყავს. მეურნეობის ძირითად საქმიანობას ფუტკრების გამრავლება და შემდგომში მათი რეალიზაცია წარმოადგენს. წელიწადში ხდება 400 დედა ფუტკრის წარმოება და 400 ოჯახის რალიზაცია. სეზონზე ასევე ხორციელდება 4 - 5 ტონა თაფლის წარმოება და 6 -7 ტონა ცვილის დამუშავება. პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის მასშტაბით გურიის, აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ხორციელდება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მდებარე საკალმახე მეურნეობამ შპს „აგიამ“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა და 420 500 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით წარმოება გააფართოვა. საკალმახე მეურნეობა წელიწადში 300 ტონა კალმახს და 3.5 ტონა ხიზილალას აწარმოებს. მიღებული პროდუქციის 70%-ის რეალიზაცია თბილისში, ხოლო დანარჩენი 30 %-ის დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ხორციელდება. საწარმოში ამ ეტაპზე დასაქმებულია 44 ადამიანი. მომავალში კომპანია მეურნეობის ტერიტორიაზე შესაბამისი ინნფრასტრუქტურის შექმნას აგროტურიზმის განვითარებას გეგმავს.

,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტები სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას ემსახურება. მეფუტკრეობის და მეთევზეობის დარგების განვითარება ჩვენი პრიორიტეტებია, რადგან ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. დარგების სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დაინერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მეთოდოლოგიები. ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ როგორც სამეცნიერო მიმართულებით და ადგილობრივი ფერმერების ცოდნის ამაღლების, ისე სასოფლო-სამეურნეო კოოპერირების განვითარების კუთხით“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის სამინიტროს პროექტების მართვის სააგენტომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის განხორციელება 2013 წელს დაიწყო და პროექტის ფარგლებში ამ ეტაპისთვის 700 საწარმოა გაფართოვებულ-გადაიარაღებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42