საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და IDS ბორჯომი საქართველო რეგიონული ტურიზმის პოპულარიზაციის კუთხით თანამშრომლობას იწყებენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:19, 22 Apr, 2016     3201

IDS ბორჯომი საქართველოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ მოაწერეს.


ორმხრივი მემორანდუმის თანახმად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მზადაა იზრუნოს ქვეყანაში რეგიონული ტურიზმის განვითარებაზე. ქართული რეგიონული კულინარიის წარმოჩენითა და პოპულარიზაციით რეგიონული ტურიზმისა და უფრო ზუსტად გასტრონომიული ტურიზმის წახალისება „ბორჯომის“ მიერ შექმნილი ახალი ქართული გასტრონომიული პორტალის მთავარი მიმართულებაა.

გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს რეგიონული ტურიზმის პოპულარიზაციისათვის დღეს ვაფორმებთ მემორანდუმს კომპანია „ბორჯომთან“, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ქართული ბრენდია და მრავალი წელია განსაკუთრებულ როლს ასრულებს სხვადასხვა კონტინენტზე, უამრავ ქვეყანში საქართველოს ცნობადობის ამაღლების კუთხით. „ბორჯომი“ აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაში, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ხელს შეუწყობს გასტრონომიული ტურიზმის წახალისებას, როგორც ადგილობრივ ასევე, საერთაშორისო ბაზარზე. ეს პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე როდესაც ტურისტთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, როგორც იცით 2016 წლის სამ თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1 134 436 შეადგინა, რაც 14,7%-ით მეტია 2015 წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით“.

ზაზა კიკვაძე - IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი ბრენდი

„ბორჯომი“ საქართველოს საექსპორტო გაყიდვების ფლაგმანია.საქართველოში. ტურიზმის და განსაკუთრებით რეგიონული ტურიზმის განვითარება ცხადია კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უცხო ქვეყნებში ქართული პროდუქტების, მათ შორის „ბორჯომის“ ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას. ცნობილია, რომ ტურისტებს იზიდავთ ქართული სამზარეულო; „ბორჯომი“ და ქართული სუფრა კი ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, წინ წამოგვეწია რეგიონული გასტრონომიის თემატიკა და ამით წაგვეხალისებინა რეგიონული ტურიზმი“. შეხვედრის ფარგლებში „ბორჯომის“ მიერ შექმნილი პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პორტალის (gastroguide.borjomi.com/ge) პრეზენტაცია გაიმართა. საიტი სამენოვანია - ქართული, ინგლისური და რუსული.
ამ პორტალის და შესაბამისად ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციაზე იზრუნებს „ბორჯომი“ - როგორც ქართულ ასევე, სტრატეგიული ქვეყნების ბაზრებზე - უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი. პორტალის განვითარება მუდმივი პროცესია - თანდათან არსებულ კონტენტს დაემატება ბევრი ახალი და საინტერესო რეცეპტი, სიახლე, თუ ინფორმაცია გასტრონომიული სახის ტრენდების შესახებ. რეგიონში ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი მიმართულებების შექმნის მიზნით კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მზადაა შექმნას სპეციალური ტურები თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ინფრასტრუქტურის - „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნის დათვალიერების მიზნით. ტურისტებს ყოველთვის აინტერესებთ, საკუთარი თვალით ნახონ ლეგენდარული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების პროცესი. კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ შეიქმნა და უკვე ორი წელია აქტიურად იმართება ბორჯომის რეგიონული ტურისტული საიტი www.travelinbojromi.ge და ამავე საიტის ფეისბუქ პლატფორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42