თუ სახლში ძაღლი გყავთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ
ეს საინტერესოა - 13:05, 22 Apr, 2016     26905
შეიძლება ბევრმა არ იცის რომ ძაღლისთვის სასტიკად აკრძალულია ადამიანის სუნამოს დასხურება, რადგან ის ძალიან ბევრი არასასიამოვნო შედეგის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ამ თემაზე ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი ისაუბრებს.

– მოგეხსენებათ, რომ ძაღლები ცხოვრობენ „სუნების” სამყაროში, ანუ, გარე სამყაროს ყნოსვით აღიქვამენ. ძაღლებს ყნოსვა ასჯერ უფრო ძლიერი აქვთ, ვიდრე ადამიანებს, ამიტომ, მათზე განსაკუთრებულად მოქმედებს მძაფრი სურნელი. სუნის მიხედვით ძაღლებს შეუძლიათ ინდივიდების გარჩევა. სწორედ მათმა ზემძაფრმა ყნოსვამ განაპირობა ამ ცხოველის ასეთი უნიკალურობა და ადამიანის მიერ მისი მრავალმხრივი გამოყენება.

– არიან ადამიანები, რომლებიც ძაღლებს თავიანთ სუნამოებს ასხურებენ. შეიძლება თუ არა ცხოველს ადამიანისთვის განკუთვნილი სუნამო დავასხათ?

– ნებისმიერი სუნი განსაკუთრებულად მოქმედებს ცხოველებზე, ასევე გასათვალისწინებელია სპეციფიკური სუნები. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს კარგი სუნი ასდიოდეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ მიზნით ჩვენი სუნამოების გამოყენება, რადგან მათში შემავალმა ნივთიერებებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ძლიერი ალერგიული რეაქციები, ასევე, ყნოსვის რეცეპტორების ძლიერი გაღიზიანება, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ძლიერი ნერვული აღგზნება და აგრესია, ან, პირიქით – დათრგუნვა.

– ანუ, თუ ადამიანის სუნამოს ცხოველს დავასხამთ, შესაძლოა, მათ კანი გაუღიზიანდეთ?

– დიახ. კანის გაღიზიანებამ კი შეიძლება, გამოიწვიოს ძლიერი ალერგიული რეაქციები და ანთებითი პროცესები, რასაც თან ერთვის ძლიერი ქავილი და ნერვული გაღიზიანება. გაძლიერებული ანთებითი პროცესების დროს ქავილი იწვევს ადგილობრივი ანთებითი პროცესის გაძლიერებასა და გენერალიზებას. გაღიზიანებულ და ანთებითპროცესებიანი კანის ქსოვილებში ადვილად აღწევს მიკრობები და სოკოები, რის შედეგადაც ანთებითი პროცესი იღებს ინფექციურ ხასიათს.

– უფრო ზუსტად, რომელ ინფექციასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე?

– კანის ინფექციური ანთებადი პროცესები შეიძლება განვითარდეს მიკრობული სტაფილოკოკოზის სახით, რის დროსაც დამახასიათებელია ჩირქოვანი კერების გაჩენა კანის გარკვეულ უბნებზე. პროცესის გაგრძელების დროს შეიძლება მოხდეს დაავადების გართულება სტაფილოკოკური სეფსისის სახით. სოკოვანი ინფექციების დროს კი, შესაძლებელია, განვითარდეს მიკოსპოროზი და ტრიქოფიტოზი, რის დროსაც დამახასიათებელია ძლიერი ქავილი.

– არის განსაკუთრებული ჯიში, რომლისთვისაც გაცილებით სახიფათოა ადამიანის სუნამოს დასხურება?

– სუნამოების გამოყენება განსაკუთრებით საფრთხილოა მონადირე ძაღლებში, რადგან, სპეციფიკური სუნები აღიზიანებს ყნოსვის რეცეპტორებს. ძლიერი, მძაფრი სუნი იწვევს რეცეპტორების ძლიერ გაღიზიანებას, რაც, შესაბამისად, იწვევს რეცეპტორების გამოფიტვას, ყნოსვის დაქვეითებასა და თანდათანობით დაკარგვას.

– რას ურჩევთ პატრონს, რომელსაც, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც სურს რომ მის ძაღლს სასიამოვნო სუნი ასდიოდეს? არ ვგულისხმობ მონადირე ძაღლებს, რა თქმა უნდა.

– ძაღლს კარგი სუნი რომ ჰქონდეს, სულაც არ არის აუცილებელი, მას ჩვენი პარფიუმი დავასხუროთ. ცხოველებისთვის არსებობს სპეციფიკური სუნამოები, რომლებიც არ შეიცავენ მათთვის მავნე ნივთიერებებს და, შესაბამისად, არ იწვევს ალერგიულ რეაქცებს, რასაც, შესაბამისად, არ მოსდევს სხვადასხვა სახის გართულება.

– თქვენი რჩევა როგორი იქნება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ძაღლს არასასიამოვნო, სპეციფიკური სუნი არ ასდიოდეს?

– იმისთვის, რომ ჩვენს ძაღლს სპეციფიკური, არასასიამოვნო სუნი არ ასდიოდეს, საჭიროა, ის რეგულარულად დავბანოთ, გავწმინდოთ, გავკრიჭოთ და დავვარცხნოთ. ასევე, გავუწმინდოთ ყურები, მოვუწესრიგოთ პირის ღრუს მდგომარეობა და რეგულარულად გავუხეხოთ კბილები. ასევე, ნებისმიერი არასასიამოვნო სუნის შემთხვევაში, მივმართოთ ვეტერინარს, რომელიც დაგვეხმარება გამომწვევი მიზეზის დადგენაში, რის შემდეგაც აღნიშნულ პრობლემასაც დროულად მოევლება. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს თუ გაითვალისწინებთ, ამით შეუნარჩუნებთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ჯანმრთელობას და გაუხანგრძლივებთ სიცოცხლეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42