FBI-ის iPhone-ის პაროლის გატეხვა მილიონ 300 ათას დოლარზე მეტი დაუჯდა
მსოფლიო - 12:42, 22 Apr, 2016     3503

FBI-ის iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვა მილიონ სამასი ათას დოლარზე მეტი დაუჯდა. უწყების ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სან-ბერნანდინოს თავდამსხმელის ტელეფონიდან პირადი ინფორმაციის მოძიებაზე ბიურომ იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ის პენსიაზე გასვლამდე 7 წლის განმავლობაში გამოუმუშავებს.

FBI-ის სან-ბერნანდინოს ტერორისტის, საიდ ფარუქის ტელეფონიდან სასურველი მონაცმების მიღება სურდა. მარტის დასაწყისში გამოძიებამ Apple-ს თხოვნით მიმართა , რომ მის ინჟინრებს პაროლის შეყვანის ლიმიტი მოეხსნათ და ისეთი სისტემა შეემუშავებინათ, რომელიც ავტომატურ რეჟიმში აკრიფავს ყველა შესაძლო კოდს. თუმცა, კომპანიისგან უარი მიიღო, რადგან მისი განცხადებით, პეცსამსახურების მოთხოვნა კომპანიის მომხმარებელთა უფლებებს არღვევს. კომპანიამ აშშ-ის ფედერალურ ბიუროს სასამართლოც მოუგო. ნიუ-იორკის სასამართლომ FBI-ისა და Apple-ს შორის არსებული დავა, ამერიკული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სასამართლო დავა 7 აპრილს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, ტელეფონიდან მონაცემების მიღება “მესამე მხარის” დახმარებით შეძლეს. ამიტომ Apple-ის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გააქვთ.

როგორც კომპანია Apple-ში აცხადებენ, მათთვის უცნობია, რა მეთოდით შეძლეს გამომძიებლებმა ტელეფონიდან ინფორმაციის მიღება. კომპანიის განცხადებით, პროგრამისტები მონაცემების დაცვის გასაძლიერებლად მუშაობას გააგრძელებენ.

სან-ბერნანდინოს ტერაქტს 2011 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ყველაზე დიდი ტერაქტი უწოდეს. საიდ ფარუკმა და მისმა მეუღლემ ტაშფინ მალიკმა2015 წლის 3 დეკემბერს, კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში 14 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და ოცზე მეტი ადამიანი დაჭრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42