ოფიციალური კიევი უწყებისგან ითხოვს, წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც სავჩენკოს სამშობლოში დაბრუნების განსახილველად არის საჭირო. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ნადია სავჩენკოს უკრაინული მხარისთვის გადაცემის შესახებ, სასამართლომ უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო, რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.
სავჩენკოს, უკრაინაში დაბრუნების მოთხოვნით მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.
ცნობილია პეტრო პოროშენკოს პოზიციაც : ის მზადაა ნადეჟდა სავჩენკო ორ რუს სამხედრო მოსამსახურეზე, ალექსანდროვსა და ეროფეევზე გაცვალოს.
მასალის გამოყენების პირობები






