ეკვადორში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 570 ადამიანი ემსხვერპლა, პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ ქვეყნის აღმშენებლობისთვის ახალი სპეციალური ზომები შემოიღო, რომელთაგან ერთ-ერთს „მდიდრების გადასახადი“ წარმოადგენს.
უფრო კონკრეტულად, ქვეყნის პრეზიდენტის, გადაწყვეტილებით, მოგების გადასახადი 12-დან 14 პროცენტამდე გაიზარდება.
იმ მოქალაქეებმა, რომლებიც 1 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის კაპიტალს ფლობენ, სახელმწიფოს თავიანთი ქონების 0,9 პროცენტი უნდა გადაუხადონ.
ხოლო მოქალაქეებს, რომელთაც ყოველთვიური ხელფასი 1000 დოლარი აქვთ , სახელმწიფოსთვის ერთი დღის კუთვნილი ანაზღაურების გადახდა მოუწევთ. მათ კი, ვისაც 2000 დოლარის ოდენობის შემოსავალი აქვთ თვეში, 2 დღის ოდენობის ხელფასი უნდა გადაუხადონ სახელმწიფოს.
პრეზიდენტის თქმით, წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ეკვადორში 7.8. მაგნიტუდის მიძისძვრა შაბათს საღამოს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სანაპიროდან 27 კილომეტრში, 19 მეტრის სიღრმეზე იყო.
მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 570 ადამიანი, დაინგრა საცხოვრებელი სახლები, განადგურდა ინფრასტრუქტურა
მასალის გამოყენების პირობები






