მაუწყებლის ცნობით, ზავენტამის აეროპორტში ლაშროუი შუამავალი ფირმის მიერ იყო დასაქმებული და 2012 წლის ბოლომდე მუშაობდა, თმცა გამოცემა არ აკონკრეტებს, რა საქმიანობით იყო დაკავებული ლაშროუი.
ტელეკომპანია კიდევ ერთ სკანდალურ ინფორმაცაის ავრცელებს. VTM-ის ცნობით, ტერაქტებამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ აეროპორტის შენობაში საიდუმლო "სალოცავი ოთახი" აღმოაჩინა, რომელსაც “რადიკალიზებული პერსონალი” სავარაუდოდ ლოცვისთვის იყენებდა.
ცოტა ხნით ადრე, ბელგიურმა გამოცემა De Standart-მა დაწერა, რომ ზავენტამის აეროპორტში ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მინიმუმ 50 მხარდამჭერი მუშაობს.
შეგახსენებთ, ე.წ „ისლამური სახელმწიფოს’" ტერორისტებმა ბელგიის დედაქალაქში 22 მარტს ტერაქტები განახორციელეს. 29 წლის იბრაჰიმ ალ-ბაკროუიმ და 24 წლის ნაჯიმ ლააშრაუიმ თავი ზავენტემის აეროპორტში აიფეთქეს. იბრაჰიმის ძმამ, ასევე ბელგიის მოქალაქემ 27 წლის ხალიდ ალ-ბაკროუიმ კი ბრიუსელის მაალბეკის მეტროსადგურში აიფეთქა თავი. აფეთქებების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.
ლაშროუი 2013 წელს სირიაში გაემგზავრა, სადაც ჯიჰადისტების რიგებში იბრძოდა. პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში მთავარ ეჭვმიტანილთან სალეჰ აბდესლამთან ერთად ლაშროუი გასული წლის სექტემბერში ყალბი საბუთებით უნგრეთშიც იმყოფებოდა. ვარაუდობენ, რომ ნაჯიმ ლაშროუი 13 ნოემბრის პარიზის თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორიცაა.
მასალის გამოყენების პირობები






