21 აპრილი მისი სამეფო უდიდებულესობის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მონარქის, დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღეა.
დედოფალს დღეს 91 წელი შეუსრულდა.
ყოველი დაბადების დღე საზეიმოდ აღინიშნება უინძორის სასახლეში. დედოფლის იუბილესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაშია დაგეგმილი.
მომავალი დედოფალი 1947 წლის 20 ნოემბერს დაქორწინდა პრინც ფილიპეზე, საბერძნეთის ყოფილი მეფის კონსტანტინე II-ის ძმის, ანდრიას შვილზე.
1948 წელს სამეფო წყვილს პრინცი ჩარლზი შეეძინა, ერთი წლის შემდეგ კი პრინცესა ანა. მათი მესამე შვილი, პრინცი ენდრიუ დაიბადა 1960 წელს.
დედოფალი ელისაბედ II ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს , მამის - ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. კორონაცია კი 1953 წლის 2 ივნისს ვესტმინსტერის სააბატოში შედგა. ელისაბედი 25 წლისა იყო, როდესაც დედოფალი გახდა და 6 ათეულ წელზე მეტია ატარებს ამ ტიტულს.


მასალის გამოყენების პირობები






