ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურამ ე.წ. პანამის კოკუმენტებზე გამოძიება დაიწყო.
"გარდიანის" ცნობით, ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის ფედერლურმა პროკურორმა პრიტ ბჰარარამ, ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისა და გამოძიებაში დახმარების თხოვნით მიმართა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო საგამომძიებლო ჟურნალისტურმა კონსორციუმმა (ICIJ) სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა.
ICIJ-ს ხელში აღმოჩნდა პანამის იურიდიული კომპანიის "მოსე ფონსეკას" საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია. როგორც კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ, ნახსენები კომპანია თავის კლიენტებს ეხმარებოდა გადასახადების დაფარვასა და ფულის გათეთრების საკითხებში. ფირმის დოკუმენტებში ნახსენებია 72 ქვეყნის ყოფილი და ამჟამინდელი მეთაურები, ასევე ცნობილი ადამიანები. დოკუმენტებში ნახსენებია 4 ფირმა, რომელსაც სხვადასხვა სახით კავშირი ჰქონდა რუსეთთან.
პანამის დოსიეში ნახსენებია აშშ-ის 200-ზე მეტი მოქალაქე, რომელიც ოფშორული კომპანიების საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
"პანამის დოკუმენტების" სკანდალის გამო ისლანდიის პრემიერმა და ესპანეთის პრეწველობის მინისტრმა თანამდებობები დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






