ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით თურქეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. აჰმედ დავითოღლუმ ტერორისტულ საფრთხეებსა და მიგრანტების კრიზისზე ისაუბრა. თურქეთის მთავრობის ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მიგრანტებთან დაკავშირებით თურქეთისა და ევროკავშირის შეთანხმებასა და თურქეთის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე.
„ტერორისტული საფრთხის წინაშე ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. სამწუხაროდ ევროპის შიგნით არსებობს გარკვეული პრობლემები, თურქეთის რამდენიმე მოთხოვნა ამ დრომდე შეუსრულებელია. ევროპას არ შეუძლია გადალახოს კრიზისები, არსებობს ისეთი ტერიტორიები, როგორიცაა ყირიმი, მთიანი ყარაბაღი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, იქ არსებული კონფლიქტები ისევ გაყინულია. თურქეთი მიიჩნევს, რომ კრიზისების გაღრმავება მეზობელ ქვეყნებში ნეგატიურად აისახება ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზე“, - განაცხადა დავითოღლუმ.
დავითოღლუს სიტყვით გამოსვლას კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. თურქეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის წინაშე რამდენიმე პრობლემა არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






