09:00 საათზე - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ატარებს სამუშაო შეხვედრას „ეროვნული დიალოგი საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ“
ბორჯომი, სასტუმრო "ქრაუნ პლაზა"
10.00 საათზე - საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის საკონფერენციო დარბაზში (ქ.თბილისი, წინამძღვრიშვილის 162) ევროატლანტიკური ფორუმი გამართავს კონფერენციას „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“.
ღონისძიებაზე მოწვეულია სამოქალაქო საზოგადოების, ძირითადი პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე ასევე მოწვეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები და დიპლომატიური კორპუსი.
10:00 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტს“ გააცნობს.
მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი
11:00 საათზე - პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).
11:00 საათზე - პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების ფონდის“ წარმომადგენელი, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქუჩა 14ბ, სადარბაზო I, II სართული
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565.
11:00 საათზე, დევნილთა სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის ეკომიგრანტთა ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე წვდომასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.
მისამართი: ბათუმი, გამსახურდიას ქ. N9 , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობა.
11:30 საათზე - ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში, საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წარმომადგენლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და კერძო კომპანიას შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე ბრიფინგს გამართავენ.
11:30 საათზე - სახალხო დამცველის ოფისთან სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ სასულიერო და საერო პირების მონაწილეობით საპროტესტო, ლოცვითი აქცია გაიმართება.
მის. ნინო რამიშვილის ქ. 6
11:00 საათზე – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს, თემაზე: მიმართვა პრემიერ–მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს და ბათუმის თვითმმართელობას, უარი თქვან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად, მშენებარე ბინის გადაცემაზე, რაც იმეორებს მიხეილ სააკაშვილის დამკვიდრებულ პრაქტიკას.
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. #52, 1 სართული
საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ზოიძე, 599 291202
12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი გლდანის რაიონის მოსახლეობასთან ერთად ბრიფინგს გამართავს.
თემა: პრობლემური მშენებლობები და მერიის მაღალჩინოსნების ინტერესები.
მის: თავისუფლების 2
12:00 საათზე - პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).
13:00 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტს“ გააცნობს
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“.
14:00 საათზე - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
15:00 საათზე - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი
მასალის გამოყენების პირობები






