საპარტნიორო ფონდის დელეგაციის შეხვედრები მადრიდსა და ბარსელონაში
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:22, 18 Apr, 2016     1182
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ცნობილი ხორცპროდუქტების მწარმოებელი ესპანური კომპანია DeRAZA Iberico მოინახულეს და საწარმოო პროცესი დაათვალიერეს. კომპანია ესპანეთში იბერიკოს ჯიშის ღორების ფერმებს ფლობს და ხორცპროდუქტების ერთ ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

ფონდის დელეგაცია კომპანიის დამფუძნებლებს რეხინო დიაზ დელ რიოსა და ლუის სანზ კასადოს შეხვდა. შეხვედრას ესპანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კომპანია საქართველოში კახური ღორის ჯიშითა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი კომერციალიზაციის საკითხით არის დაინტერესებული.

ფონდის დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში მსოფლიოში აღიარებული გამაჯანსაღებელი სპა და ბალნეოლოგიული ცენტრების მფლობელი კომპანია Relais of Termal Group-ის დამფუძნებელს, ესპანეთის ტურიზმის ხარისხის კონტროლის ინსტიტუტისა და ბალნეოლოგიური ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტს მიგელ მირონესს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრეს და ერთმანეთს სამკურნალო ტურიზმის დარგში არსებული გამოცდილება გაუზიარეს. Relais of Termal Group-ი დამფუძნებელი მიგელ მირონესი ფონდის მოწვევით საქართველოში ჩამოსვლას ივნისში გეგმავს.

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ფონდის დელეგაცია საინვესტიციო ჯგუფ EEI Network -ის პარტნიორს პაბლო ბოტეიას შეხვდა. კომპანია ახლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. კომპანია EEI Network -ის პარტნიორი პაბლო ბატეიასი საქართველოს ჯანდაცვისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირებით არის დაინტერესებული.

მადრიდში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა კომპანია Nemesis Сapital-ის მმართველ დირექტორებთან, ხოსე სანტოს ვალვერდესა და ანტონიო დურან ლოპესთან. ასევე, Inercia 24-ის აღმასრულებელ დირექტორთან ჰუგო სანჩეს მუნოზთან. საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს ფონდის მუშაობის პრინციპები და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო. საერთშორისო კომპანიების მთავარი საქმიანობა მსოფლიოს ტურისტული ქვეყნების შესწავლა და სასტუმროების ბიზნესში სტრატეგიული ინვესტორის მოძიებაა. აღნიშნული კომპანიები სხვადასხვა ფონდების კაპიტალს მართავენ და რენტაბელურ ბიზნესებში აბანდებენ. მათი ინტერესის სფერო მცირე და საშუალო ზომის ჰიდროსადგურების მშენებლობა და ტურისტული ინდუსტიის სექტორია.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციის საქმიანი ვიზიტი ესპანეთში დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42