თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი პრემიერის განცხადებას ეხმაურება
შენი რეპორტაჟი - 11:50, 18 Apr, 2016     3059

17 აპრილს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკავშილი აუდიტორია #115-ის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა:,,შევთანხმდით, რომ თვითმმართველობა იმ მახინჯი სტრუქტურით, რომლითაც არსებობს, არ უნდა არსებობდეს."

პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური,რომლის განცხადებასაც უცვლელად გთავაზობთ:

,,პრემიერის შეხვედრა სტუდენტებთან დადებითი ფაქტია, რადგან პირდაპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან იდეალური ფორმაა, მაგრამ უნივერსიტეტის ავტონომიურობის იდეა მთავრობის ჩარევას არ გულისხმობს.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან ჩვენი ველურებად შერაცხვამ და არსებული მთავრობის მხრიდან ჩვენს მახინჯ სისტემად მოხსენიებამ, მგონი დაადასტურა, რომ დღეს სტუდენტური თვითმმართველობა არავისი ლობირებით არ სარგებლობს და წარმოადგენს აბსოლუტურად დამოუკიდებელ სტუდენტურ ინსტიტუტს - ეს ხდება დღეს, ეს დასტურდება და მე ძალიან ამაყი ვარ ამით.

ვინმე თუ დამოუკიდებლობას არ გვპატიობს, მისი პრობლემაა, ჩვენ ბოლომდე ვიდექით ნამდვილი ღირებულებების ფუნდამენტზე და დღესაც ბოლომდე ვდგავართ.

"სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი ფორმით, რომლითაც არსებობდა არ უნდა არსებობდეს"

სტუდენტური თვითმმართველობა არ წარმოადგენს მახინჯ სისტემას დღეს და როდისმე თუ არსებობდა (2014 წლის მაისამდე) ამაზე პასუხს დღევანდელი მოწვევა არ აგებს. თუ ვინმე ამაზე პასუხს ითხოვს, მაშინ პრინციპის დონეზე ყველა ახალმა მთავრობამ წინა მთავრობის ქმედებებზე უნდა აგოს პასუხი.

1. მთავრობის მეშვეობით ხისტი რეგულაციების შექმნა არ წარმოადგენს უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაცვას. არც ამის თხოვნაშია ავტონომიის გაგება და არც შესრულებაში.

2. სტუდენტთა ერთ ნაწილთან საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს სტუდენტთა თანასწორობას. არც ამის თხოვნაშია თანასწორობის გაგება და არც შესრულებაში.

3. ჩემი უდიდესი სიყვარულის მიუხედავად თსუ-სადმი, მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში არ უნდა წყდებოდეს რა როგორ მოხდება, საჭიროა ამ პროცესში ყველა უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა - რაც თუ კი ნორმალურ ქვეყანას ვაშენებთ, უპირობოდ უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

4. საგანმანათლებლო სივრცეში ბევრი პრობლემებია, რომელთა გადაჭრაც საჭიროებს ზომების მიღებას - რეფორმებსა და ცვლილებებს, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად გაანალიზებული და დათვლილი უნდა იყოს, რომ ახალი შეცდომები გამოირიცხოს.

P.S. სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ ამხელა გარჩევა რომ მიდის, თითქოს ზონდერები ვიყოთ, რადგან 4 წლის წინ ვიღაცამ ამ სტრუქტურაში მყოფმა (შეგახსენებთ, რომ წევრობა თავისუფალია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოსვლა) ვინმე მეორე სტუდენტი ან სტუდენტები სცემა, მაშინ რა ვუყოთ პარლამენტს, სადაც პირდაპირ ეთერში ხდებოდა ცემა-ტყეპა, სულ ცოტა ხნის წინ.

სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, როგორი მოდელის თვითმმართველობა სურთ, ამ თავისუფლების შეზღუდვა არასწორია!"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42