ბორის აკუნინი: ,,...რუსეთში პოლიტიკის პერიოდი დროებით დასრულდა. ვშიშობ, ეს არის სიჩუმე ქარიშხლის წინ“
მსოფლიო - 14:31, 17 Apr, 2016     2172

,,ჩემი ქვეყანა მტრის მიერ ოკუპირებულია“ - ამ სათაურით აქვეყნებს BBC ინტერვიუს მწერალ ბორის აკუნინთან (გრიგოლ ჩხარტიშვილი).

_მე ვერ ვიგებ, რატომ არის რუსეთი ასეთი? რატომ ხდება ამ ქვეყანაში ის, რაც ხდება? ხოლო არ ხდება ის, რაც უნდა ხდებოდეს. მე გამიჩნდა შინაგანი მოთხოვნილება იმისა, რომ ამაში გავერკვე. ჩვენ ყველანი ვცდილობთ გავერკვეთ - ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე? ვიდრე გავცეთ პასუხი კითხვაზე - რა ვაკეთოთ?

როდესაც ვსვამთ კითხვას, ვინ არის დამნაშავე, იქვე ჩნდება უამრავი პასუხი: დამნაშავეები არიან ესენი, არა დამნაშავეა სტალინი, დამნაშავეები არიან ბოლშევიკები, არა რომანოვები... იწყებ ფიქრს და მიდიხარ სულ უფრო და უფრო ღრმად წარსულში.

მე გადავწყვიტე, ბოლოს და ბოლოს, მივიდე საწყისამდე და გავივლი მთელ ამ გზას.

მე მაქვს ისტორიული განათლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვარ ისტორიკოსი. მითუმეტეს, დღეს თქვენ ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც არის ისტორიის სპეციალისტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენში არიან ისტორიკოსები ამა თუ იმ ეპოქის, ამა თუ იმ თემის. ამიტომაც, მე გადავწყვიტე დავწერო ისტორია რუსეთის, დანახული არა სიტორიკოსის თვალით, არამედ მწერლის. მე ვცდილობ გავერკვე იმაში, რატომ გვაქვს ისეთი სახელმწიფო როგორიც გვაქვს? რა არის მასში კარგი და ცუდი? რა არის მისთვის გამოსადეგი და გამოუდეგარი? თუ შენ გსურს ამაში გაერკვე და არა ვინმეს რამე უმტკიცო, მაშინ უნდა თქვა უარი ყველა იდეოლოგიაზე, ნებისმიერ კონცეფციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ დასაწყისშივე გეცოდინება, სად მიხვალ ბოლოში. მე არ ვიცი სადამდე მივა... მართლა არ ვიცი...

ბორის აკუნინი, რომელიც არის მწერალი, იაპონისტი და მთარგმნელი, მათ შორის ინგლისური ლიტერატურისაც, დღეს-დღეობით ცხოვრობს ლონდონში. ის ამის შესახებ აცხადებს - ,,მე ამჟამად ვცხოვრობ ლონდონში, მაგრამ თავში მიტრიალებს მხოლოდ რუსული საქმეები და რუსული პრობლემები. არ გამოვდივარ რუსული ფესიბუქიდან. როგორც სჩანს ამ სივრციდან მე ვერსად ვერ გავიქცევი“.

თუმცა აკუნინი ინტერვიუს განმავლობაში აღნიშნავს, რომ ძალიან წუხს, რადგან თითქმის არ ჩადის რუსეთში.

_ბოლო დროს მე შევწყვიტე რუსეთში მოგზაურობა და სანამ იქ არ შეიცვლება ატმოსფერო და კლიმატი, მე გამგზავრებას არ ვაპირებ. გადავწყვიტე, რომ უკვე საკმარისია. მე მომინდა წავსულიყავი. ეს გადავწყვიტე სადღაც ზაფხულის ბოლოს, გასული შემოდგომის დასაწყისში. გამიჩნდა განცდა, რომ ჩემი ქვეყანა ოკუპირებული მტრის მიერ. ის რაც ჩემთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო მტრული, ის რაც მე მძულდა, ამჟამად ეს ყველაფერი მეფობს - შოვინიზმი, ქსენოფობია, აგრესიული ტყული, განსხვავებული აზრის დევნა და მისდამი შეუწყნარებლობა. დღეს ყველაფერ ამით არის გარემო გაჯერებული.

რა არჩევანი არსებობს ამ სიტუაციაში? - ან შენ ტოვებ ამ გარემოს, ან ეშვები შენს მშვიდობიან პროფესიას, იღებ ხელში იარაღს და მიდიხარ ტყეში პარტიზანად ოკუპანტთან საბრძოველად. მაგრამ პარტიზანს შეუძლია ებრძოლოს ოკუპანტს თუ მას მხარს უჭერს მშვიდობიანი მოსახლეობა. რადგან, თუ პარტიზანს არ უდგას გვერდში გარშემო სოფლების მცხოვრებლები, მაშინ რისთვის იბრძვის ის? ხოლო შეგრძნება იმისა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას გააჩნია იგივე მსოფლმხედველობა და შეხედულებებს, როგორიც მე, აბსოლუტურად არ მაქვს. პირიქით, ყველანი გარშემო რაღაც საშინლად გახარებული იყვნენ. მათთვის ყველაფერი არის ბრწყინვალედ. მე ზამთარში კიდევ ერთხელ გავემგზავრე რუსეთში, რადგან მენახა, ხომ არ შეიცვალა რამე უკეთესობისკენ. ყველაფერი კიდევ უფრო ცუდადაა, უფრო ცუდად. მე ბრწყინვალედ მესმის, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი, ვხვდები, რატომ ხდება. ეს საკმაოდ მარტივი რეცეპტია. აღებულია მოძველებული იმპერიული კომპლექსი, რომელიც ღრმად არის გამჯდარი მასობრივ ცნობიერებაში. პროცესში ერთვება ტელევიზორი მთელი დატვირთვით და შედეგიც მიღებულია. მაგრამ ის, რომ მე ამ ყველაფერს ვხვდები, არ მანიჭებს ბედნიერებას. ასე, რომ მე ახლა ასეთი პერიოდი მაქვს, ხომ იცით როგორ ხდება, როცა მიიღებენ გადაწყვეტილებას - დაშორდნენ ერთმანეთს და საკუთარი გრძნობები მარტოობაში გამოსცადონ.

მე არ ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა არის ადამიანში სახელით - ვლადიმერ პუტინი. მთავარი პრობლემა მოსახლეობის ტვინშია - სანამ ისინი არ მიხვდებიან, რომ მათ ასულელებენ, სანამ ისინი არ გაიზრდებიან, სანამ არ დაიწყებენ აზროვნებას დამოუკიდებლად... რითი შემიძლია ამას რაიმე გზით ხელი შვუწყო...? მე ეს შემიძლია მხოლოდ სიტყვით. მე ამ ეტაპისთვის ასეთი განცდა მაქვს - რუსეთში პოლიტიკის პერიოდი დროებით დასრულდა. ეს არის სიჩუმე, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს არის სიჩუმე ქარიშხლის წინ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42