მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანასა და ქალაქზე ტურისტების შთაბეჭდილება ამ ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულებით იქმნება. არსებობს ადგილები, რომლებიც მეგობრული დამოკიდებულებით არიან განთქმულნი - ამ ადგილებში მოსახლეობა განსაკუთრებულ პოზიტივს აფრქვევს, ყოველთვის გულღიანი არიან და გიღიმიან, ისინი თქვენს დასახმარებლად მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამენ.

ირლანდია, დუბლინი
ირლანდიის დედაქალაქი არაერთხელ აღმოჩენილა პლანეტის ყველაზე მეგობრული ქალაქების სიის სათავეში - და ტყუილად ნამდვილად არა: მის მწვანე მიწებზე გამართული დაუსრულებელი ზეიმი ნებისმიერი ადამიანის მახსოვრობაში რჩება, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა აქ აღმოჩენილიყო ყველა, მოსახლეობის განსაკუთრებით თბილ დამოკიდებულებაზე საუბრობს. მთელი მსოფლიოსთვის კარგად არის ცნობილი ირლანდიელების კოსმოპოლიტიზმი და კომუნიკაბელურობა.

ტაილანდი, ბანგკოკი
ტაილანდის დედაქალაქის ენერგიული მაცხოვრებლები განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევიან ტურისტების მიმართ. ბანგკოკის მოსახლეობა გულუხვია, მათთან საერთო ენის გამონახვა მარტივია და ყოველთვის მოხარულნი არიან თქვენი გამასპინძლებით. მოხუცები სტუმრებს განსაკუთრებული სითბოთი და ყურადღებით ეპყრობიან.

ისლანდია, რეიკიავიკი
მიუხედავად ცივილიზაციისგან ერთგვარი მოწყვეტილობისა, ისლანდიის რეიკიავიკის მაცხოვრებლები მეგობრულობით გამოირჩევიან. ნახევარი წლის განმავლობაში მათ სიბნელეში ცხოვრება უწევთ, ამიტომ დიდი მხიროულებით ხვდებიან წლის მეორე ნახევარში მათთან სამოგზაუროდ ჩასულ სტუმრებს.

იაპონია, კიოტო
ერთპიროვნულად გამარჯვებული ტურისტებს შორის მეგობრულობის თვალსაზრისით, სწორედ იაპონიის კიოტო გახლავთ. ადგილობრივი მაცხოვრებლები ყოველთვის მზად არიან დახმარების ხელი გაუწოდონ მათ ვისაც ეს ესაჭიროება.

აშშ, ახალი ორლეანი
მას, ვისაც ერთხელ მაინც გაუმართლა და ჯაზის მსოფლიო დედაქალაქში აღმოჩნდა, აქ დაგროვილი შთაბეჭდილებები არასდროს დატოვებენ. ეს ქალაქი ერთი დაუსრულებელი წვეულებაა. მუსიკა ამ კოლორიტულ ქალაქში არცერთი წამით არ ჩერდება.

პოლონეთი, კრაკოვი
უკანასკნელი წლების განმავლობაში პოლონეთის ეს ქალაქი ხელოვანების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მას ანალოგიური სიმძაფრით ქუჩის მუსიკოსებიც წყალობენ. ამ ყოველივემ კი დამატებითი ტონი შეიტანა მის ისედაც ბოჰემურ ატმოსფეროში. ადგილობრივი მაცხოვრებლები კი ამ ფონზე მეტად სტუმართმოყვარენი გახდნენ.

სამხრეთ აფრიკა, კეიპთაუნი
აფრიკის კონტინენტის ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქი განსაკუთრებული მშვენიერებით გამოირჩევა. მართალია კეიპტაუნი კრიმინალური რაიონებით განსაკუთრებით ცნობილია, სადაც ტურისტებს შესაძლოა დიდი საფრთხე შეექმნათ, მაგრამ უკანასკენლი წლების მანძილზე ეს ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას სულაც არ უშლის ხელს. ტურისტები ერთხმად აცხადებენ, რომ ადგილობრივთა მეგობრული და სტუმართმოყვარული დამოკიდებულება განსაკუთრებით საგრძნობია ამ ქალაქში.

ავსტრალია, სიდნეი
ავსტარლიის ყველაზე ძველი და კოსმოპოლიტური ქალაქი განთქმულია მისი მხიარეულებითა და გულღია მაცხოვრებლებით, რომლებიც მუდამ მზად არიან ტურისტებს სხვადასხვა თემაზე ესაუბრონ.
მასალის გამოყენების პირობები






