დედა 11 შვილის პორნო-სურათების რეალიზაციისთვის დააკავეს
სამართალი - 11:39, 11 Apr, 2013     5102


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმის გამოძიება ერთდროულად ამერიკის, ისრაელისა და ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით მიმდინარეობდა.

"სამთვიანი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა მსხვერპლისა და ბრალდებულების ვინაობა.


გამოძიებამ დაადგინა რომ, მსხვერპლი არის საქართველოს მოქალაქე 11 წლის მცირეწლოვანი გოგონა. რომელსაც 2 წლის განმვალობაში დედა აიძულებდა მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული ვიდეოებისა და ფოტოების გადაღებაში.



მცირეწლოვანის პორნოგრაფიულ მასალას ის მატერიალური გამორჩენის მიზნით გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყიდდა ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე. აღნიშნული პიროვნება არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და თანამზრახველ დედასთან ერთად, მონაწილეობდა ფოტო და ვიდეო-მასალების დამზადებაში.


თავის მხრივ ის ისრაელში დაფიქსირებული IP მისამართიდან ტვირთავდა აღნიშნულ ფოტოებს სხვადასხვა საიტებზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახდენდა მათ რეალიზაციას.



დანაშაულის სენსიტიურობიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული ზომები და ორივე ქვეყანაში დაიგეგმა ბრალდებულების დაკავების ოპერაცია", - განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, 8 აპრილს დააკავეს მსხვერპლის დედა 45 წლის საქართველოს მოქალაქე, ხოლო ისრაელში 42 წლის მამაკაცი.

გიორგობიანის განმარტებით, მსხვერპლის დედა მოთავსებულია თბილისის მთავარ სამმართველოში. საქმე სსკ-ის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას გულისხმობს და თავისუფლების 8-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

"დაზარალებული გადაყვანილია ტრეფიკინგის მსხვერპლთა სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში. ამჟამად რესოციალიზაციის მიზნით მას ფსიქოლოგების დახმარება უტარდება", - აღნიშნა გიორგობიანმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42