წითელი ფარნების ხეივანი ამსტერდამში - ვიმოგზაუროთ იქ, სადაც ნებისმიერ სურვილს დაიკმაყოფილებთ
ეს საინტერესოა - 12:41, 05 Apr, 2017     35599

წითელი ფარნების ხეივანი „დე ვალენი“ - ამსტერდამის ყველაზე დიდი და ყველაზე ცნობილი წითელი ფარნების რაიონი, იგი ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა. „დე ვალენი“ ამსტერდამის ცენტრში მდებარეობს. აქ განლაგებულია თითქმის 300 ერთ ოთახიანი პატარა სახლი, მათ მეძავები ქირაობენ და მომსახურებას მსურველებს მინის ფანჯრების მიღმა სთავაზობენ, ოთახები წითლად არის განათებული. ამ რაიონში არის ეროტიკის მუზეუმი და მარეხუანას მუზეუმიც, ასევე შეხვდებით მრავალ სექს-შოფებსა და პორნო-თეატრებს. კვარტალი დე ვალენი, სინგელგებიდი და რაუსდალკადი წითელი ფარნების ხეივნის ყველაზე დიდ რაინს ქმნიან ამსტერდამში.

განლაგება

რაიონი დაახლოებით 6 500 კვადრატული მეტრის მქონე ფართობზეა განლაგებული, რომელიც ჩრდილოეთიდან ნიზელის ქუჩით სრულდება, აღმოსავლეთით დამბა ესაზღვრება, სამხრეთით სინტ-იანსტრატის ქუჩა, დასავლეთიდან კი ვარმუსტრატის ქუჩა.

მეძავები ამ ქუჩებით შემოსაზღვრულ მიდამოებში, შემდეგ ადგილებში მუშაობენ: ბარნდესტეგი, ბეტჰლეჰემსტეგი, ბლუდსტრატი, ბომსტეგი (ამ დროისათვის დახურულია), დოლებეჰეინენსტეგი, ენჰ კერკსტეგი, გოლდერჰერსტეგი, მოლენსტეგი და სხვა.

ისტორია

წითელი ფარნების ხეივანი მეთოთხმეტე საუკუნიდან არსებობს, აქ ადრე მრავალი საწარმო მუშაობდა, რომლებიც ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებდნენ, რომლებსაც მეზღვაურებზე ყიდდნენ. ვალლენ- ანუ კედელი, დამბის კედლებს უკავშირდება.

ორგანიზაცია

ნიდერლანდებში პროსტიტუცია ლეგალურია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მხოლოდ ნიდერლანდებშია შესაძლებელი ამ საქმიანობით ლეგალურად დაკავება. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2006 წლამდე მიმდინარეობდა, დადგინდა, რომ ჰოლანდიის მეძავების 7 პროცენტი აივ ინფექციით არის დაავადებული. წითელი ფარნების ხეივანში სახლების მფლობელები ყოველთვის ითხოვენ სამედიცინო დასკვნებს ქალბატონებისგან.

ღირებულება

დე ვალენის რაიონში ქალბატონები დამოუკიდებლად მუშაობენ და ოთახებს კერძო მფლობელებისგან 8 საათის ხანგრძლივობით 100-150 ევროდ ქირაობენ. სექსუალური კონტაქტისას აუცილებელია თავის დაცვა. 20 წუთის განმავლობაში ინტიმური ურთიერთობა 50 ევრო ღირს. მომსახურებას სხვადასხვა ეროვნების ქალბატონები სთავაზობენ მსურველებს.

თუ ნიდერლანდებში მოგზაურობას გადაწყვეტთ, რა თქმა უნდა ამსტერდამიც უნდა მოინახულოთ და წითელი ფარნების ხეივნის მონახულებაზეც არ უნდა თქვათ უარი მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე კომპლექსი ამის უფლებას არ გაძლევთ. დაივიწყეთ დოგმები, აქ ძალიან ბევრია სანახავი და სულაც არ არის აუცილებელი სექსუალური მომსახურების მიღება, უბრალოდ შეგიძლიათ გაეცნოთ მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს და სილამაზეს, რომელსაც წითელი ფარნების ხეივანი გთავაზობთ, საინტერესო შეგრძნებებით სავსე მოგზაურობას გისურვებთ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42