ტერაკოტას ჯარისკაცები - მოვინახულოთ უძველესი მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი არმია (ფოტო)
ეს საინტერესოა - 16:25, 15 Apr, 2016     24075

ჩინეთის მიწები უძველეს და უმდიდრეს ისტორიას ინახავენ, რომელიც ჩვენი ერის არსებობამდე გაცილებით შორეული წარსულიდან იწყება. უჩვეულო ბუდისტური ტაძრები, იმპერატორთა სასახლეები, სამოგზაურო და სახეტიალო ბევრია და გპირდებით, დროთა განმავლობაში ყოველივეს „მონახულებას“ შევძლებთ.

დღეს თანამედროვე მსოფლიოს გენიალურ მეცნიერებს, არქეოლოგებს და სწავლულებს მრავალი რამ აქვთ გამოსაკვლევი. იმისათვის, რომ უძველესი ჩინური ცივილიზაცია იქნას გამოკვლეული. ჩინელები ხუმრობენ კიდეც ამასთან დაკავშირებით, შეუძლებელია ააგო ახალი შენობა იმის გარეშე, რომ რაიმე ექსპონატს არ გადააწყდე, რომელიც ჩამალულია მიწის ქანებში ძალიან ღრმად.

დავიწყოთ ძალიან საინტერესო ისტორიის მოყოლა:

1974 წელს სიანის გლეხები ლიშანის მთებში გაემგზავრნენ, რათა ახალი ჭა გაეჭრათ. წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა მათი გაკვირვება, როდესაც წყლის მაგივრად, მათ ასობით ადამიანის ასობით თავის ქალა აღმოაჩინეს?! დაიწყო არქეოლოგიური კვლევები, რის შედეგადაც მებრძოლთა ათასობით ქანდაკება იქნა აღმოჩენილი. გარკვეული მათგანი სრულებით არ საჭიროებდა რესტავრირებას, მაგრამ რამდენიმე ქანდაკება დაშლილი გახლდათ. ასე იწყება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მიგნების ისტორია და მას მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებენ - იმპერატორ ცინ შიხუანდის ტერაკოტას არმია.

არქეოლოგიური გათხრები სამ ეტაპად უდიდესი სიფრთხილით ჩატარდა, რადგან იყო მაღალი შესაძლებლობა იმისა, რომ არტეფაქტები დაზიანებულიყო. პირველი ეტაპი 1974 წელს დაიწყო და 1984 წელს დასრულდა, მეორე ეტაპში 1985 წლიდან 1986 წლამდე მიმდინარეობდა, მესამე ეტაპი კი 2009 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. დღეისათვის აღმოჩენილია 8099 სამხედრო. სამხედროები განლაგებულნი იყვნენ სამ რიგად 1,5 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე აღმოსავლეთიდან ჩინეთის პირველი იმპერატორის, ცინ შინჰუანდის სამარხამდე.

იპერატორი ცინ შიჰუანდი ჩინეთის ისტორიაში შევიდა როგორც ჩინეთის მიწების გამაერთიანებელი, სწორედ მისი მმართველობის დროს დაიწყო ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა, რომელსაც ჩინეთი უნდა დაეცვა მოხეტიალე ტომების თავდასხმებისგან. იმპერატორის სამარხის მშენებლობა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში დაიწყეს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მასთან ერთად ცოცხლად დამარხეს დაახლოებული პირები, მოსამსახურეები და მონები ოჯახებთან ერთად. ჩინეთის არმია ამ კუთხით დაინდეს.

იმპერატორის დასაცავად შეიქმნა ძეგლები, რომლებიც ერთი-ერთში იმეორებდნენ ჩინეთის უდიდეს არმიას. ჯარისკაცები ადგილობრივი თიხისგან შექმნეს, რომელსაც ლიშანის მთაში მოიპოვებდნენ. ჯარისკაცთა თითოული ფიგურა უდიდესი სიფრთხილითა და ხელოვნებითაა შესრულებული: ზუსტად არის გამეორებული არმიის აღჭურვილობა, ამას რომ თავი დავანებოთ, არქეოლოგთა დასკვნით და მეცნიერთა შეხედულებების თანახმად, ჯარისკაცთა სახეები განსხვავებულია, ანუ მათი მიმიკებიც კი ერთი-ერთშია გამეორებული. ასევეა სამხედროთა ვარცხნილობებიც. ტერაკოტას არმიის თითოეულ წარმომადგენელს საკუთარი სახე აქვს. სიმაღლით ისინი საშუალოზე მაღლები გახლავთ, ორ მეტრამდე სიმაღლისანი, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მათი სიმაღლე მტერში შიშის გამოწვევას უკავშირდება.

მებრძოლთა შორის იყვნენ ქვეითები, მეისრეები და ცხენზე ამხედრებული ჯარისკაცები. ისინი საბრძოლო წესრიგით არიან განლაგებულნი და ხელში ნამდვილი იარაღი უჭირავთ. დროთა განმავლობაში, ხის მშვილდები გაფუჩდა, მაგრამ არბალეტები და ხმლები ძალიან კარგად შემოინახა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იარაღის გარკვეული ნაწილი გლეხებმა მოიპარეს იმპერატორის ვაჟის წინააღმდეგ აჯანყების ეპოქაში.

თიხის ფიგურებს ხელით ქმნიდნენ, ნაწილ-ნაწილ და შემდეგ მათ აწყობდნენ. თიხის გამოწვის ტექნოლოგია კი როგორც ჩანს საკმაოდ მაღალი დონის იყო, აქედან არის არმიის სახელწოდება - ტერაკოტა, რაც „მოხარშულ მიწას“ ნიშნავს. შემდეგ ფიგურებს ღებავდნენ, მაგრამ სამწუხაროდ მიწის ქვეშ ხანგრძლივი ყოფნის გამო, საღებავები გაქრა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჯარისკაცებსა და ცხენებს სხვადასხვა ადგილებში ქმნიდნენ, ცხენების წონა 200 კილოგრამს, ჯარისკაცთა ფიგურების წონა კი 135 კილოგრამს შეადგენს. სამხედროებთან ერთად, სამოქალაქო პირთა ფიგურებიც აღმოაჩინეს, თანამდებობის პირები, მუსიკოსები და აკრობატები. ასევე აღმოჩენილია ასობით ბრინჯაოს ეტლები ოქროსა და ვერცხლის დეტალებით.

დღეისათვის ტერრაკოტას არმია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა და იგი იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში შედის. ათასობით სამხედროს ფიგურისგან შემდგარი არმია 16 ჰექტარზეა განლაგებული და ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმს წარმოადგენს. მუზეუმი სოფელ ცინლინში მდებარეობს, სიანიდან 30 კილომეტრში. იქ მისვლა შესაძლებელია სიანიდან ავტობუსის მეშვეობით. ასევე ავტომობილით სიტუნის ავტომაგისტრალის მეშვეობით.

ტერაკოტას არმიის ხილვის სურვილი მრავალ ადამიანს აქვს, ამიტომ ამ მოგზაურობის დაგეგმვა წასვლამდე საკმაოდ ადრე უნდა დაიწყოთ. კომპლექტი მუზეუმისა და 3 პავილიონისგან შედგება. ტურსიტებს ურჩევენ რომ დათვალიერება დაიწყონ მესამე პავილიონიდან და მუზეუმი ბოლოს მოინახულონ. მესამე პავილიონი ყველაზე პატარაა და იქ თავმოყრილია შელახული ფიგურები. მეორე და პირველ პავილიონებში მოთავსებულია რესტავრირებული ექსპონატები.

ამ ფიგურების შექმნა ამტკიცებს იმას, რომ ჩინეთის ხელოვნება უნიკალურად იყო განვითარებული ჯერკიდევ ქრისტეს შობამდე 3 ათასი წლით ადრე. ამ უდიდეს აღმოჩენამდე, ჩინეთის ხელოვნების აღზევების ხანად ტანის დინასტიის ეპოქა ითვლებოდა, რომელიც ჩინეთს შიჰუანდის ეპოქის დასასრულიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ მართავდა.

ახლა კი ისტორია იმპერატორ ცინზე

დაახლოებით 700 ათასი ადამიანი იყო დაკავებული ტერაკოტას არმიის შექმნით. მაგრამ რატომ დასჭირდათ უძველეს ჩინელებს ამხელა ძალისხმევის დახარჯვა ამ გრანდიოზული კომპლექტის შესაქმნელად? და კიდევ რა საიდუმლოებებს ინახავს ეს მიწა?

შვიდი დაპირისპირებული სამეფოს ხანგრძლივი ომი ცინის დინასტიის გამარჯვებით დასრულდა. ახალგაზრდა და ამბიციურმა მმართველმა დაიქვემდებარა ყველა სამეფო. მათი დედაქალაქები, ჯაო, ჰანი, ვეი, ინი, ჩუნი და ცი მიწასთან გაასწორეს. პირველად ჩინეთის ისტორიაში სამეფო გაერთიანდა. ცინ შიჰუანდიმ თავი იმპერატორად გამოაცხადა და დაუყოვნებლივ გადავიდა რეფორმებსა და ძალაუფლების განმტკიცებაზე. იგი ძალაუფლებას ტირანიისა და სისასტიკის საშუალებით იხვეჭდა.

მას მიზნად ჰქონდა დასახული გაენადგურებინა ყველა და ყველაფერი რაც ჩინეთის გაძლიერებასა და განვითარებას ხელს შეუშლიდა. ჩინეთის იმპერია 36 მხარედ დაყვეს, თითოულ ოლქში ორი მმართველი, სამოქალაქო და სამხედრო პირი ინიშნებოდა. იმპერატორმა არსებული სტანდარტები გაამკაცრა: ეს ეხებოდა ფულს, ჯარისკაცთა სიმაღლესა და წონას, დამწერლობასა და მშენებლობებს, ამ სტანდარტებს კი ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით იცავდა.

იმპერატორი თვლიდა, რომ მისი იმპერია სამუდამოდ იცხოვრებდა, ამიტომ ქმნიდა მისი იმპერიის ამსახველ ატრიბუტებს, ასეთი ერთ-ერთი სიმბოლო ჩინეთის დიდი კედელი გახლავთ.

თავდაპირველად იმპერატორს სურდა მისი გარდაცვალების შემდეგ მასთან ერთად 4 ათასი ახალგაზრდა სამხედრო ცოცხლად დაემარხათ. მაგრამ მრჩევლებმა მისი გადარწმუნება შეძლეს. ასეთი ქმედება აჯანყებას აუცილებლად გამოიწვევდა.

11 რიგად ჩამწკრივებულ ფიგურებს ერთმანეთისგან კედლები გამოყოფენ, მათ ზემოდან ხის ფიცრები დაალაგეს, შემდეგ 30 სანტიმეტრის სიმაღლეზე თიხა დაასხეს და 3 მეტრის სიმაღლეზე მიწა დააყარეს. ეს იყო გარდაცვლილი იმპერატორის დაცვის საუკეთესო მეთოდი ძველი ჩინელების აზრით.

მაგრამ გათვლები სწორი არ აღმოჩნდა, რამდენიმე წლის შემდეგ ეს ყოვლისშემძლე არმია დამარცხდა.

ცინ შიჰუანდი გარდაიცვალა და იმპერატორის მისი ვაჟი - ძალიან სუსტი მმართველი ერ შიჰუანდი გახდა. მისი მხრიდან მმართველობის სისუსტემ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია, აჯანყება რომლისაც იმპერატორის მრჩევლებს ეშინოდათ, მოხდა და მისი ჩაცხრობა არავის შეეძლო. პირველი შეტევა ტერაკოტას არმიაზე მიიტანეს.

აჯანყებულებმა სამარხი გახსნეს და დაწვეს ფიგურები, აიღეს იარაღი, არმია დამარცხდა, დიდებული იმპერატორის ვაჟი კი საკუთარმა მსახურებმა მოკლეს.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სამარხში მოთავსებულია დიდი განძი და ძვირფასეულობა, ამ განძის მოსაპოვებლად ადამიანები სიცოცხლეებსაც კი არ იშურებდნენ. ასევე არის მოსაზრება, რომ შიჰუანი სრულებით სხვა ადგილას არის დამარხული და ტერაკოტას არმია მხოლოდ დეკორაციაა.

უძველესი მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი და უდიდესი არმიის მოსანახულებლად წასვლა ნამდვილად ღირს, ამ სანახაობით გამოწვეულ შთაბეჭდილებებს ალბათ ვერსადროს დაივიწყებთ, საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42