ათენში მოხუცმა ღამით ქართველი მომვლელი ქალი მოკლა, საბუთები გაიტაცა და მიიმალა
საზოგადოება - 03:55, 11 Apr, 2013     5180

შეტყობინების თანახმად, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქშიც" გავრცელდა, მკვლელობა ათენის ერთ-ერთ უბანში კალითეაში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მოხდა. ვერსიის მიხედვით, ფსიქიკაშერყეული მოხუცი გუშინ ღამით მძინარე მომვლელს მიეპარა და თავში ტაფის ჩარტყმით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

 

მკვლელობის შესახებ შემთხვევით შეიტყო იმავე კორპუსში სამუშაოდ მყოფმა, ასევე ქართველმა ქალმა, რომელმაც მომხდარის შესახებ სხვა მომვლელებსაც შეატყობინა, რადგან აღმოჩნდა, რომ ბინიდან, საიდანაც მოკლულის ცხედარი გამოასვენეს, მოხუცი გაქცეულია.

 

არსად ჩანს გარდაცვლილის საბუთები და მობილური ტელეფონიც, რის გამოც მოკლული ქალბატონის ვინაობა დაუდგენელია. ცნობილია მხოლოდ მისი სახელი - მზევინარი და შესაძლო წარმოშობის ადგილი: ზესტაფონის რაიონის სოფელი კვალითი, სადაც ის, სავარაუდოდ, აფთიაქში მუშაობდა.

 

ათენში მცხოვრებმა ქართველებმა "ნიუპოსტში" გაგზავნილ წერილთან ერთად, განცხადება სოციალურ ქსელებშიც გაავრცელეს და გარდაცვლილის ოჯახისთვის ხმის მიწოდებაში დახმარება ითხოვეს.

 

მათი თქმით, თუკი გარდაცვლილს ერთი კვირის განმავლობაში არავინ მოიკითხავს და სამშობლოში არ გადაასვენებს, ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახური ცხედარს კრემაციას ჩაუტარებს.

 

გამოხმაურების შემთხვევაში "ნიუპოსტი" გამოთქვამს მზადყოფნას ინფორმაციის პირველწყაროსთან დაინტერესებული პირების დასაკავშირებლად.

 

ლაშა ბერულავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42