მაჩუ-პიკჩუ ანუ „ბებერი მთა“ - ინკების იდუმალი ქალაქი, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნის შუა წლებში ააშენეს. იგი პერუს მთავარი ტურისტული ცენტრი გახლავთ. იგი ინკების იმპერიის დედაქალაქიდან, ქალაქ კუსკუსიდან 100 კილომეტრის მოშორებით მთებში, ზღვის დონიდან 2 450 მეტრზე მდებარეობს. იდუმალი ქალაქი იმდენად ღრმად არის დამალული ანდების ტყეში, რომ მასთან მიღწევა ესპანელმა კოლონიზატორებმა ვერ შეძლეს.
ჩვენ ამ ქალაქის შესახებ მხოლოდ გასულ საუკუნეში, 1911 წელს შევიტყვეთ, ამერიკელი სწავლულის, იელ ჰაირემ ბინგჰემის საშუალებით. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღინიშნოს , ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მაჩუ-პიკჩუს შესახებ ყოველთვის იცოდნენ, მაგრამ არ ჩქარობდნენ ინფორმაცია გარე სამყაროსთვის მიეწოდებინათ.

იდუმალი ქალაქის აღმოჩენის ისტორია
ამ ქალაქის აღმოჩენის ისტორია ძალიან საინტერესოა: საქმე ის არის, რომ ბინჰემი სრულებით სხვა ქალაქს ეძებდა - ლეგენდარულ ვილკაბანბას, სადაც გადმოცემის თანახმად, ესპანელების მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, ინკების განძის დიდი ნაწილი და ქალაქის მმართველთა მუმიები გაიტანეს. ბენჰემი მთებში ამ ქალაქის აღმოჩენის იმედით დახეტიალობდა, გზად კი ერთ დღეს ბიჭუნას შეხვდა, რომელსაც კერამიკის საწმისი მიჰქონდა. მეცნიერი მომენტალურად მიხვდა, რომ საწმისი უბრალო არ იყო და ბიჭს ჰკითხა თუ საიდან მოჰქონდა ეს ნივთი. ადგილობრივი მაცხოვრებლები მეცნიერს არ ენდობოდნენ და ცდილობდნენ საიდუმლო არ გაეთქვათ, მაგრამ ბიჭუნამ ბავშური მიამიტობით მაჩუ-პიკჩუს შესახებ უამბო და ბინჰემს გზაც მიასწავლა.

ქალაქის არქიტექტურული შედევრები
მაჩუ-პიკჩუ იდეალურად ერწყმის გარსშემორტყმულ ლანდშაფტს, ამიტომ მას ხშირად უწოდებენ „ქალაქს ცაში“ ან „ქალაქს ღრუბლებს შორის“. მისი შენობების სამკუთხა სახურავები პეიზაჟის ნაწილი გეგონებათ. ეს საინჟინრო და არქიტექტურული შედევრია: ასეთი შენობების ასაშენებლად, მშენებლები განსწავლულნი უნდა ყოფილიყვნენ ტოპოგრაფიაში, გეოლოგიაში, ასტრონომიასა და ეკოლოგიაშიც კი: ქალაქი ფერდობებშია აშებებული, უნიკალურად ნაშენი შენობები კი მძლავრ სტიქიურ მოვლენებს უძლებდნენ. დღესაც კი მაჩუ-პიკჩუს არქიტექტურა მეცნიერებისთვის ამოუცნობი და წარმოუდგენელია. ქვები იმდენად სწორად არის ნათალი და იმდენად მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, რომ მათ შორის ძალიან თხელი სამართებლის შეცურებაც კი შეუძლებელია.
1983 წლიდან მაჩუ-პიკჩუ იუნესკოს დაცულ ტერიტორიად იქცა, 2007 წლიდან კი მსოფლიოს ახალი საოცრებების სიაშიც შეიყვანეს.

ქალაქის დანიშნულება
ზუსტი ცნობები იმის შესახებ თუ რა დანიშნულებისთვის ააგეს ეს ქალაქი არ არსებობს. მეთექვსმეტე საუკუნის დოკუმენტების თანახმად, ეს ინკების ბატონის პაჩაკუტეკის რეზიდენცია იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ქალაქს სასწავლო დანიშნულება მიეცა, სადაც ქალაქ კუსკოს მდიდარი ოჯახის შვილები იღებდნენ განათლებას. მამაკაცები ასტროლოგიას შეისწავლიდნენ, ქალები კი სამკერვალო საქმიანობებს. სხვა ვერსიით, ქალაქს სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულება ჰქონდა: პირველ რიგში, ის აკონტროლებდა ინკებს დაქვემდებარებულ გარშემო მყოფ ტომებს, ასევე მაჩუ-პიკჩუს დაქვემდებარების ქვეშ იყო ტროპიკული და სუბტროპიკული რეგიონები, სადაც მოჰყავდათ ხილი და სხვადასხვა სამკურნალო მცენარეები ანუ იმ დროისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი.

მოსახლეობის გაქრობა
ქალაქი 100 წელიწადზე ოდნავ დიდხანს არსებობდა - 1532 წლამდე, როცა ესპანელი კოლონიზაროები იმპერიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ამ დროისათვის მაჩი-პიკჩუს მოსახლეობის გაქრობა ბურუსით არის მოცული. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ეს იმის გამო მოხდა, რომ მაჩუ-პიკჩუ მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ქალაქ კუსკოზე, როცა ესპანელი დამპყრობლები მოვიდნენ და ვაჭრობა შეწყდა, შიმშილმა მოსახლეობა აიძულა ქალაქი დაეტოვებინა. სხვა ვერსიით - 5 ათასი მოსახლე ესპანელების წინააღმდეგ საბრძოლველად გაემგზავრა, 3 ათასი ადამიანი კი ვილკაბამბაში წავიდა საცხოვრებლად და ქალაქის სიმდიდრეც თან წაიღო. თუმცა დამტკიცებული ვერსია არ არსებობს და მათი გაქრობა შესაძლოა სრულებით სხვა მიზეზს უკავშირდება.

ექსპონატების მაჩუ-პიკჩუში დაბრუნება
2011 წელს იელის პროფესორ ჰაირემ ბინჰემის მიერ მაჩუ-პიკჩუს აღმოჩენიდან 100 წელი შესრულდა. ქალაქის აღმოჩენის შემდეგ, პროფესორი მის შესწავლას შესაძლებლობების ფარგლებში, შეუდგა და იელში აღმოჩენილი ნივთების და არტეფაქტების უმრავლესობა წაიღო. მას შემდეგ პერუ აშშ-სთან მრავალწლიან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ექსპონატების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე, 2010 წელს ორ მხარეს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული. 2011 წელს 4 ათას ექსპონატზე მეტი პერუში დაბრუნდა და ქალაქ კუსკოს ერთ-ერთ მუზეუმში გახდა მათი ხილვა შესაძლებელი.

ვეინა-პიკჩუ
ქალაქი, რომელსაც თქვენ ყველა არსებულ ფოტოზე ხედავთ მთებს-მიღმაა. თუ ვთარგმნით, ვეინა-პიკჩუ „ახალგაზრდა მთას“ ნიშნავს, მაჩუ-პიკჩუ კი „ბებერ მთას“. ვეინა-პიკჩუში მრავალი უნიკალური ტაძარია. მაგრამ იქ ასვლა საკმაოდ საშიშია და შეუძლიათ მისი მონახულება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგი ფიქზიკური მომზადება აქვთ. იქ ასვლის მსურველი ბევრია, მაგრამ დამღლელი და საშიში გზის გავლა მხოლოდ მცირედს შეუძლია: მხოლოდ 400 ადამიანი დღეში. იმისათვის, რომ ამ რიცხვში მოხვდეთ, საკმაოდ ადრე უნდა შეიძინოთ მაჩუ-პიკჩუში დამშვები საშვი, რომელიც ვეინა-პიკჩუსაც მოიცავს.

რომელია მაჩუ-პიკჩუს მონახულებისთვის საუკეთესო დრო
მაჩუ-პიკჩუს მოსანახულებლად წასვლა წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. აქ მშრალი სეზონი აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით არის. წვიმების სეზონი კი ნოემბრიდან-მარტამდეა. მაჩუ-პიკჩუს დათვალიერება წვიმის სეზონზეც არის შესაძლებელი, უბრალოდ ქოლგა და საწვიმარი ლაბადა არ დაგავიწყდეთ. წვიმა ინტესიურად არ მოდის და ხშირად მზეც გამოჩნდება ღრუბლებს შორის. ამას გარდა, ამ პერიოდში ტურსიტების შედარებით ნაკლები რაოდენობა სტუმრობს იდუმალ ქალაქს და შედარებით მშვიდად არის მისი დათვალიერება შესაძლებელი.
ტემპერატურა თითქმის ერთგვარია წელიწადის ნებისმიერ დროს. ძლიერი წვიმის შემთხვევაში ღამით 7-დან 14 გრადუსამდე, დღისით კი 23-დან 27 გრადუსამდე მერყეობს.
როგორ მივიდეთ მაჩუ-პიკჩუმდე

იდუმალ ქალაქამდე მისასვლელად რამდენიმე გზა არსებობს.
ყველაზე პოპულარული: ქალაქ აგუას კალიენტესამდე მატარებლით მისვლაა.
ყველაზე საინტერესო ქალაქამდე ფეხით მისვლაა. ლაშქრობა 4 დღეზეა გათვლილი და საშუალო ფიზიკურ მომზადებას ითხოვს.
ყველაზე დიდ ბიუჯეტს კუსკოდან ოლიანტაიტამბომდე სამარშუტო ტაქსით ან ავტობუსით მისვლაა. შემდეგ ავტობუსით უნდა მიხვიდეთ ჯერ სანტა-მარიამდე, შემდეგ სანტა-ტერეზამზე. ეს მოგზაურობა 6 საათს მოითხოვს.
ყოველ დღიურად მაჩუ-პიკჩუს ტერიტორიაზე 2500 ტურისტს უშვებენ, ეს ლიმიტი იუნესკომ დააწესა. რაც საგულისხმოა, რადგან უბრალო სურვლისი შემთხვევაში იდუმალ ქალაქს ვერ მოინახულებთ, საჭიროა წინასწარი ჯავშანი.
საინტერესო და ულამაზესი შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას გისურვებთ!

































მასალის გამოყენების პირობები






